Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
კარლ ფონ ჰანი![]()
Biographyგერმანელი კავკასიოლოგი, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი კარლ ჰანი დაიბადა 1848 წლის 29 აპრილს, სამხრეთ გერმანიაში, ვიუტენბერგში, ქალაქ ფროიდენშტადტთან ახლოს მდებარე სოფელ ფრიდრიხსტალში. მამამისი ფრიდრიხ ჰანი მუშაობდა ფრიდრიხსტალის მეტალურგიულ ქარხანაში მოლარედ. დედა - მარგარიტა ჰეინრიკე შარლოტა იყო ტუტლინგენის მთავრი სამმართველოს ექიმის კრისტოფ ჰეინრიხ ფონ გროსის ქალიშვილი. დაწყებითი და საშუალო განათლება კარლმა მიიღო მშობლიურ ქალაქში. შემდეგ სწავლა განაგრძო ტიუბინგენისა და ნოვოროსიისკის (ოდესის) უნივერსიტეტებში. შეისწავლა ფილოსოფია და თეოლოგია. იგი იყო კავკასიის დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის შვილების აღმზრდელი, ჯერ ნეაპოლში, შემდეგ თბილისში. 1872 წელს კარლ ჰანი 24 წლის ასაკში ჩამოვიდა კავკასიაში და სამუდამოდ დაფუძნდა თბილისში. 1874 წლიდან იგი თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ათწლეულების მანძილზე ასწავლიდა გერმანულ, ბერძნულ და ლათინურ ენებს თბილისის სხვადასხვა სასწავლებლებში, კერძოდ, ასწავლიდა თბილისის ვაჟთა I გიმნაზიაში, გერმანულ რეალურ გიმნაზიაში,1906–1909 წლებში იყო ქალთა I გიმნაზიის დირექტორი, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1875 წელს იგი დაქორწინდა 19 წლის ჰელენა ფონ ფრანკენზე, მხატვრების პოლ ფონ ფრანკენისა და ჰელენა კებერის ქალიშვილზე. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს. კარლ ფონ ჰანი იყო რუსეთის წითელი ჯვრის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. კარლ ფონ ჰანის სამეცნიერო ინტერესების სპექტრი მოიცავდა ისტორიას, ეთნოგრაფიას, პედაგოგიკას, ბიოლოგიას და გეოლოგიას. იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის ფილიალის წევრი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის ფილიალის წევრი და ა.შ. მისი სტატიები იბეჭდებოდა რუსულ და გერმანულენოვან სამეცნიერო პუბლიკაციებში, როგორიცაა მასალების კრებული კავკასიის ტერიტორიებისა და ტომების აღწერისთვის, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიური ფილიალის ცნობები“, "მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის ფილიალი ცნობები“ და სხვ. მისი მრავალი ნაშრომი, გერმანულ და რუსულ ენებზე დაწერილი, ცალკე მონოგრაფიად გამოიცა. მისი მთავარი ნაშრომია „ძველი ბერძენი და რომაელი მწერლების ცნობები კავკასიის შესახებ“; პირველი ნაწილი („ჰომეროსიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ს-მდე“) გამოიცა 1884 წელს, მეორე ნაწილი („ბიზანტიელი მწერლები: ა. ლაზიკა და იბერია“) - 1890 წელს. მესამე ნაწილი - შუა საუკუნეების იტალიელი ავტორების ცნობები კავკასიის შესახებ - მის მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ არ გამოქვეყნებულა. 1888 წლიდან თითქმის ყოველწლიურად აწყობდა სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციებს კავკასიასა და ამიერკავკასიაში, რომლებზედაც აქვეყნებდა მოხსენებებს რუსულ და გერმანულ ენებზე. 1907 წელს თბილისში დაიბეჭდა მისი „კავკასიური გეოგრაფიული სახელები“, რომელიც მეორედ სამი წლის შემდეგ, 1910 წელს, გამოიცა შტუტგარდში. 1907 წლიდან აქვეყნებდა მასალებსაც კავკასიის ტოპონიმიკაზე. 1913 წელს შეადგინა და გამოსცა „კავკასიის მოკლე გზამკვლევი“. სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში კარლ ფონ ჰანი სისტემატურად აქვეყნებდა მასალებს გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი მეცნიერების შესახებ, რომლებიც მოგზაურობდნენ და სწავლობდნენ კავკასიას მე-20 საუკუნის დამდეგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი გამოჩენილი გერმანელი მკვლევარის და საზოგადო მოღვაწის, კავკასიის მუზეუმის დამფუძნებლის გუსტავ რადეს ცხოვრებისა და მიღწევების შესწავლასა და პოპულარიზაციაში. ჰანმა დაწერა და გამოაქვეყნა მასალები სხვა ცნობილი კავკასიის ექსპერტების, მოგზაურების, მეცნიერების: გოტფრიდ მერცბახერის, მორიც ფონ დეხის, მარტინ რიკლის, როდერიხ ფონ ერკერტის და სხვათა საქმიანობის შესახებ. „კავკასიის უმაღლესი მთების გამოსაკვლევად უცხოური ექსპედიციების ისტორიული ჩანახატი“; „რ. ფონ ერკერტის შრომები“; „ნ. ფონ სეიდლიცის ნეკროლოგი“ და სხვა. კარლ ჰანს ეკუთვნის მრავალი სტატია კავკასიის სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის შესახებ. მათი ნაწილი გამოქვეყნდა გერმანიაში, ძირითადად ლაიფციგში. მასვე ეკუთვნის „კავკასიის მოკლე გზამკვლევი“, რომელიც დაიბეჭდა 1913 წელს. მან თავისი კვლევა მიუძღვნა საქართველოს მეფის თამარის (1184-1213) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას, რომელიც გამოქვეყნდა 1900 წელს ნაშრომში „საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის პრობლემები“. საქართველოსისტორიისა და ეთნოგრაფიის პრობლემები განხილულია მის სხვა ნაშრომებში „ქალაქ ტიფლისის წარსულიდან“ (გაზეთი "ტიფლისკი ლისტოკ"“, 1911, No80; 85); „უახლესი მონაცემები დარვინის ნოტაზე იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს მეორე თაობაში უკვე ჰქონდათ ქერა თმა და მუქი თვალები“. გარდა ამისა, კარლ ფონ ჰანს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი კავკასიის სხვა ხალხების ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე. მათ შორის „კომუნიკაციისა და ვაჭრობის გზები ამიერკავკასიაში ანტიკურ ხანაში (ბერძნული, რომაული, არაბული, ქართული, სომხური და იტალიური წყაროების მიხედვით)“. კარლ ფონ ჰანი ასევე არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი ირანის ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე. 1912 წლის 21 მარტს ვაჟთა I გიმნაზიაში გაიმართა კარლ ჰანის მოღვაწეობის 40 წლის იუბილე, რომელიც 27 მარტს სასტუმრო "ვეტცელში" საზეიმო ბანკეტით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი დაიბეჭდა გაზეთ "კაუკაზიშ პოსტის" 1912 წლის მე–4 ნომერში. 1922 წელს კი კარლ ჰანს გადაუხადეს სამეცნიერო–ლიტერატურული და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. ქ. გრაცში, ჰუგო შუხარდტის არქივში დაცულია კარლ ჰანის მიერ გაგზავნილი სამი წერილი, რომელთაგანაც ბოლო 1895 წლის ოქტომბრით არის დათარიღებული. როგორც ცნობილია, ჰუგო შუხარდტი საქართველოში ურთიერთობებს 1895 წლის ბოლოდან ამყარებს ამდენად, სავარაუდოა, რომ კარლ ჰანი მას დაეხმარა სასურველი პირების შერჩევასა და გაცნობაში, ვინაიდან შუხარდტისთვის, სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე, ქართველებთან ურთიერთობა უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე გერმანული კოლონიის წარმომადგენლებთან. 1925 წლის 16 აგვისტოს კარლ ფონ ჰანი გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |