Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ბერნარ უტიე![]()
Biographyფრანგი ქართველოლოგი, საფრანგეთის სამცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტი, საპატიო დოქტორი, ჟურნალ „ბედი ქართლისას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი ბერნარ უტიე დაიბადა 1941 წლის 4 ივლისს პარიზში. პარიზშივე მიიღო ფილოლოგიური და თეოლოგიური განათლება. ბერნარ უტიე ქართული კულტურით დაინტერესდა მე–20 საუკუნის 70–იან წლებში. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ფრანგული ჟურნალის „Revue de Kartvėlologie”-ის რედაქციას და 1972 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი. მას დიდი დახმარება გაუწიეს ჟურნალის დამაარსებლებმა კალისტრატე და ნინო სალიებმა. მათივე დახმარებით ახალგაზრდა მეცნიერმა შეისწავლა ძველი და ახალი ქართული, ამავე დროს რუსული, სომხური, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ბერძნული, ლათინური, ებრაული, არაბული და სირიული ენები. იგი გახდა ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, ელენე მეტრეველისა და შოთა ძიძიგურის უშუალო ხელმძღვანელობით. მეცნიერისათვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოში ჩამოსვლა და ქართველ მეცნიერებთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იგი ხშირად ჩამოდის საქართველოში და მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, უნივერსიტეტსა და ლიტერატურის ინსტიტუტში. პირადმა კონტაქტებმა ფრანგ მეცნიერს უფრო მეტი საშუალება მისცა გაეღრმავებინა თავისი სამეცნიერო მუშაობა. ბერნარ უტიე უცხოურ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს, თარგმანებს, ცალკეულ გამოკვლევებს ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. საზღვარგარეთ გამოქვეყნებული ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „მამათა სწავლებანი, არაბულიდან თარგმნილი ქართული კრებული“, „ქართული ჰომელია მარხვისა და მონანიების შესახებ, რომელსაც მიაწერდნენ წმინდა ეფრემს“, „წმინდა ეფრემ სირიელის თხზულებების ქართული კრებული“, „წმინდა პეტრე წმინდა ეფრემის ლიტურგიკულ ჰიმნებში“, „სახარების ერთი ახსნა, რომელიც ეკუთვნის წმინდა ეფრემს“, „ქართული ლექციონარის ასომთავრული ფრაგმენტები“. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერი დაინტერესდა ეგვიპტეში, პალესტინასა და სირიაში გაბნეული სამონასტრო ცენტრების მწიგნობრული მუშაობით. აქ მუშაობის დროს იგი წააწყდა ქართული სულიერი კულტურის ნიმუშებს, აღმოაჩინა ქართული ლექციონარის უცნობი ფრაგმენტები, შეისწავლა ისინი და დაადგინა, რომ შექმნილია შატბერდში X საუკუნეში. ბერნარ უტიეს გამოკვლევებმა ქართველი და უცხოელი მეცნიერების მაღალი შეფასება დაიმსახურა. საყურადღებოა, ბერნარ უტიეს რეცენზია–მიმოხილვები ქართველი მეცნიერებისა და მწერლების ნაშრომებზე. მას ფრანგული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი რეცენზია აკაკი შანიძის, ალექსანდრე ბარამიძის, შოთა ძიძიგურის, ზურაბ სარჯველაძის, ოთარ გვინჩიძის, მიხეილ ქავთარიას და სხვათა ნაშრომებზე. ასევე მეცნიერმა სპეციალური სტატიები მიუძღვანა ქართველ მწერლებს, მათ შორის, ვაჟა–ფშაველას მოთხრობების ფრანგულ თარგმანებს, აგრეთვე გრიგოლ აბაშიძის ისტორიულ რომანს – „ცოტნეს“ და სხვ. საინტერესოა ბერნარ უტიეს აზრი ქართული ანბანის სომხური წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან „რადიოთავისუფლების“ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა: „ჩემი აზრით, მესროპ მაშტოცს არავითარი კავშირი არა აქვს ქართული ანბანის შექმნასთან. ქართულ და სომხურ ანბანებს შორის სტრუქტურულად დიდი განსხვავებაა. ზოგადად, ქართული ანბანის „სომხური წარმომავლობის“ ვერსიას საფუძველი დაუდო კორიუნმა, მესროპ მაშტოცის ერთ-ერთმა მოსწავლემ და ავტორმა წიგნისა „მაშტოცის ცხოვრება“. უნდა აღინიშნოს, რომ კორიუნი ძალიან ბუნდოვნად წერს და ძალიან ძნელად გასაგებია, თუ როგორ გამოიგონა მესროპმა ჯერ სომხური და შემდეგ ქართული და ალბანური ანბანები. „მაშტოცის ცხოვრების“ ყველაზე ადრეული ხელნაწერის ფრაგმენტი, სადაც კორიუნი საუბრობს მესროპ მაშტოცის მიერ ალბანეთისა და საქართველოსათვის ანბანების შექმნაზე, თარიღდება XVIII საუკუნის დასაწყისით. როცა მე ამ საკითხით დავინტერესდი, ჩემი თეორია იყო, რომ კორიუნს ეს ნაწილი არ დაუწერია და რომ საქმე გვაქვს ინტერპოლაციასთან, ანუ ტექსტში გვიანდელ ჩანამატთან.“ დღეს ბერნარ უტიე ჟურნალ “Revue des étudient géorgien et kaukasien"–ის ერთერთი რედაქტორია. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |