The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ჟან შარდენი

ჟან შარდენი
Legal name:ჟან–ბატისტ შარდენი
Other name:სერ ჯონ შარდენი
Date of birth:16 November, 1643
Date of death:5 January, 1713  (at 69 years)
Category:Ethnologist

Biography

ჟან შარდენი (ჟან-ბატისტ შარდენი, სერ ჯონ შარდენი)) დაიბადა 1643 წლის 16 ნოემბერს, პარიზში, პროტესტანულ ოჯახში. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლამაგრამ მას, როგორც პროტესტანტს, არ შეეძლო კარიერის ძიება თავის ქვეყანაში, რადგანაც იმდროინდელი საფრანგეთის ხელისუფლება ალმაცერად უყურებდა კათოლიკობისაგან განდგომილთ. ამიტომ მან გადაწყვიტა შორეულ ქვეყნებში ეძია ბედი.

1664 წელს 22 წლის ჟან შარდენი თავისი მამის კომერციული საქმეების მოსაგვარებლად ინდოეთს გაემგზავრა. ეს იყო მისი პირველი შორეული მოგზაურობა, რომლის დროსაც მან აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა მოიარა. ინდოეთიდან შარდენი სპარსეთში წავიდა, სადაც შაჰის კარზე ექვსი წელი დაჰყო.

სპარსეთიდან საფრანგეთში შარდენი 1670 წელს დაბრუნდა. 1671 წელს მან საფრანგეთში გამოაქვეყნა თავისი პირველი თხზულება სპარსეთის შაჰის „სულეიმანის მეფედ კურთხევა", რომელიც მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს – სპარსეთის შესახებ.

1671 წლის 17 აგვისტოს შარდენი ხელმეორედ გაემგზავრა სპარსეთში. ამჯერად მან უფრო მოკლე და პირდაპირი გზა აირჩია – სპარსეთში ჩავიდა კონსტანტინოპოლიდან შავი ზღვისა და კავკასიის გავლით. ევროპაში იგი 1679 წლის ბოლოს დაბრუნდა.

1711 წელს იბეჭდება ჟან შარდენის მოგზაურობის შთაბეჭდილელებები "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" ( "ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე"), სადაც გარკვეული ნაწილი საქართველოსაც ეხება, სადაც მან 1672–1673 წლებში იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა.

ჟან შარდენის მოგზაურობის შთაბეჭდილელების პირველი–ორი ტომი ეძღვნება საქართველოს. აღსანიშნავია, რომ თავის „მოგზაურობაში“ იგი არ შეხებია ქართულ მწერლობას, აღწერს ხელოვნების ძეგლებს, განსაკუთრებით, ყურადღებას ამახვილებს ქართველთა ხასიათზე, ზნე–ჩვეულებებზე, რელიგიაზე, ვაჟკაცობასა და მომხიბვლელობაზე.

ფრანგი მოგზაურის აზრით:  “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

შარდენი აღწერს ქეთევან დედოფლის თავგადასავალს, თუ როგორ შესწირა მან თავი ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ქეთევან დედოფლის წამებისათვის შაჰ აბასს იგი ბარბაროსს უწოდებს.

მოგზაური აღწერს გორს, ქუთაისს, თბილისს. აქვეა ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული.

შარდენის თხზულება წარმოადგენს XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვან წყაროს. იგი გამოირჩევა საქართველოს შესახებ ცნობების სიმდიდრითა და მრავალმხრივობით. ასახავს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ ვითარებას.

ჟან შარდენმა პირველმა მიაწოდა ცივილიზებულ მსოფლიოს საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ, რომელიც ასევე მეტად ფასეული და სანდო წყაროა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის.

ჟან შარდენი გარდაიცვალა ჩისუიკში, ლონდონი, 1713 წლის 5 იანვარს. დაკრძალულია  უესტმინსტერის სააბატოში. მის მონუმენტზე წარწერაა nomen sibi fecit eundo (ლათ. სახელი გაითქვა მოგზაურობით).

წყარო:

  1. თურნავა, ს. საზღვარგერეთული ქართველოლოგია, თბ., 1978
  2. ფეიქრიშვილი, ჟ. ვაშაკიძე, ი. მასალები ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012

ნაშრომების სია:

  1. 1.    შარდენი, ჟან. მოგზაურობა საქართველოში / ჟან შარდენი ; თარგმნ. ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ ; წინასიტყვ. ავტ.: აკ. გაწერელია ; რედ.: შ. რადიანი. - ტფ. : სახელგამი, 1935.
  2. 2.    Chardin, Jean. Les voyages de Jean Chardin en Perse et autres lieux de l'Orient : contenant le voyage de Paris a Ispahan, capitale de l'empire de Perse : enrichi d'un grand nombre de belles figures en taille douce representant les antiquites et les choses remarquables du pais / Chardin Jean - Baptist le chevalier. - Paris : Andre Cailleau, 1723.

Share: