The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ჰაიატე სოტომე

ჰაიატე სოტომე
დაბადების თარიღი:1991  (34 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

იაპონელი ლიტეარტურათმცოდნე, ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე დაიბადა 1991 წელს ტოკიოდან  ჩრდილოეთით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე  ქალაქ უცუნომიაში, სოტომე ქალაქის გარეუბაში გაიზარდა. მას მჭიდრო ურთუერთობა ჰქონდა ბუნებასა და ცხოველებთან. როგორ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სახლში  ძაღლი, თევზი, კუ, თუთიყუში და თითქმის ყველა ცხოველი ჰყავდა კატის გარდა.

ჰაიატე სოტომემ  2009 წელს ჩააბარა  ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მოგვიანებით მაგისტრატურაში სასწავლებლად ჩააბა ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში, შედარებითი ლიტერატურის კათედრაზე ჰაიატე სოტომე არის ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტი.  მისი სადისერტაციო თემაა: „ქართული თანამედროვე ლიტერატურა - ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა.

ჰაიატე სოტომე უნივერსიტეტში სწავლისას  რუსულ ენასაც  სწავლობდა.  საქართველომ  მას შემდეგ დააინტერესა, რაც ერთ-ერთმა პროფესორმა პირველ კურსელ სტუდენტებს  თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“  აჩვენა. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ, 2010 წელს ჰაიატემ ტოკიოს უნივერსისტეტში  მოღვაწე ერთ-ერთ  ქართველოლოგთან  ყოველკვირეულად ქართული ენის შესწავლა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს ჰაიატე სოტომე საქართველოში ჩამოვიდა და  თბილისში, ვაკეში, ქართულ  ოჯახში დასახლდა.

ჰაიატე სოტომე თავის პირველ მასწავლებლად იაპონელ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას  მიიჩნევს, რომელიც სოტომეს  ქართული ენის გრამატიკას  ასწავლიდა. მოგვიანებით ჰაიატემ ივანე ჯანახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქართველოლოგიის ცენტრში დაიწყო ქართული ენის შესწავლა, რომლის ხელმძღვანელიც ელგუჯა ხინთიბიძე იყო.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჰაიატე სოტომე ქართული ნაწარმოებების კითხვას შეუდგა. პირველად ქართულ ენაზე „ჩხიკვთა ქორწილი“ წაიკითხა, საბაკალავრო დისერტაციის თემად კი ვაჟა-ფშაველას  „სტუმარ-მასპინძელი“ აირჩია. სოტომე აღნიშნავს იმასაც, რომ მისმა პედაგოგმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა „ალუდა-ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, მოთხრობებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“, რამაც სოტომეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2018 წელს სოტომემ ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოხსენება ვაჟას „გველის მჭამელის“ შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წელს ჰაიატე სოტომემ ქართულიდან იაპონურად თარგმნა მცირე ზომის ლექსი, სადაც ეცადა პოეტური რითმა შეენარჩუნებინა.


გააზიარე: