The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


გიორგი კლიმოვი

გიორგი კლიმოვი
Legal name:კლიმოვი გიორგი ანდრეს ძე
Date of birth:23 September, 1928
Date of death:29 April, 1997  (at 68 years)
Burial location:მოსკოვი, პრეობრაჟენსკის სასაფლაო
Category:Linguist, Explorer

Biography

      რუსი ლინგვისტი, კავკასიოლოგი, ქართველური ენების შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერებისა და ტიპოლოგიის სპეციალისტი გიორგი ანდრეს ძე კლიმოვი დაიბადა 1928 წლის 23 სექტემბერს ქ. ლენინგრდაში;  1936-1946 წლებში სწავლობდა ლენინგრადის 206-ე სკოლაში; მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იყო ლენინგრადში. 1946 წელს ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის განყოფილებაზე. რომელიც 1952 წელს დაამთავრა. 1952 წლიდან - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, სპეციალობით ქართველურ ენებში. 1953 წლის იანვარში იგი ორი წლით გაგზავნეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ატრიბუტული კომპლექსის ძირითადი სინტაქსური საკითხები ქართველურ ენებში“. 1954 წლის დეკემბრიდან კლიმოვი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიური ენების სექტორის უმცროსი მკვლევარი, 1961 წლიდან - უმცროსი მკვლევარი ზოგადი ენათმეცნიერების სექტორის. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო კავკასიის ენების, შემდეგ - ზოგადი ენათმეცნიერების სექტორის სამეცნიერო მდივანი. 1962 წლის აგვისტოში დაამტკიცეს უფროს მეცნიერ-თანამშრომელად. 1963 წლის ბოლოდან 1964 წლის შუა რიცხვებამდე იყო ხელმძღვანელი ზოგადი ენათმეცნიერების სექტორისა. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  - „ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი“. 1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჟურნალ „Вопросы языкознания“-ს პასუხისმგებელი მდივანი. 1975 წლიდან  - კავკასიური ენების სექტორის (განყოფილების) ხელმძღვანელი. 1981-1985 წლებში იყო უმაღლესი საატესტაციო კომისიის საექსპერტო საბჭოს წევრი. 1988 წელს დაამტკიცეს პროფესორის თანამდებობაზე. 1990-იან წლებში ის ასევე იყო სადოქტორო დისერტაციების დაცვის ერთ-ერთი საბჭოს თავმჯდომარე. 

      გიორგი კლიმოვი გარდაიცვალა 1997 წლის 29 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია  პრეობრაჟენსკის სასაფლაოზე.

      2009 წელს მოსკოვის გამომცემლობამ URSS გამოსცა გიორგი კლიმოვის მთავარი მონოგრაფიების სტერეოტიპული ხელახალი ბეჭდვა სერიაში „გ. ა.კლიმოვის ენობრივი მემკვიდრეობიდან".

     კლიმოვი არის 360-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან გარკვეული ნაწილი ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. დაუმთავრებელი დარჩა ბოლო მონოგრაფია „ნარკვევი ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის შესახებ“.       გიორგი კლიმოვი იყო გეოლინგვისტიკისა და დიალექტოლოგიის ევროპის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ლინგვისტური ატლასის მთავარი რედაქციის წევრი, ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

     კლიმოვის  1960-იან და  შემდგომი წლების (თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის და სხვათა შრომებთან ერთად) შექმნა ახალი პარადიგმა ქართველოლოგიაში - ატრიბუტიული კომპლექსის საკითხები, დეკლარაციის სისტემის რეკონსტრუქცია, ეტიმოლოგიური ლექსიკონი, ძველი ქართველურ-ინდოევროპული კონტაქტების პრობლემა, ქართველური ენების ტიპოლოგიური მახასიათებლები და ა.შ.

     გიორგი კლიმოვი რიგ კავკასიურ ენებთან ერთად განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ქართველურ ენებს და პარალელურად ზოგადი ენეთმეცნიერების საკითხებს. მისი პუბლიკაციები ყოველთვის ორიგინალური კონცეფციების დასაბუთებასა და სიახლეებს ეძღვნება. იგი იყო ერთდაერთი რუსი ენათმეცნიერი, რომელიც საფუძვლიანად ფლობდა ქართველურ და მთელ რიგ კავკასიურ ენებს. რუს ლინგვისტთა შორის გიორგი კლიმოვი პირველია, რომელმაც ისწავლა ქართული ენა. რუსმა ენათმეცნიერებამ არ იცის სხვა მსაგავსი სახელი.

 ლიტერატურა

1. ღლონტი, ალექსანდრე. მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები, თბ., 1998

2. Алксеев М, И. Кливом Георгий Андреевич http://www.knowledge.su/k/klimov-georgiy-andreevich

3. Георгий Климов - об авторе https://www.livelib.ru/author/381422-georgij-klimov


Share: