| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
შარლ რენუ![]()
ბიოგრაფიაშარლ რენუ, დაიბადა 1925 წლის 30 აპრილს ბუინში, ვანდეაში, არის ბენედიქტიანელი, აღმოსავლეთმცოდნე და სპეციალისტი სომხური ლიტურგიკული ხელნაწერების, განსაკუთრებით, იერუსალიმის ლიტურგიის შესახებ. 1948 წელს, საშუალო სწავლის დამთავრების შემდეგ, შარლ რენუ შევიდა ენ-კალკატის (ტარნი) ბენედიქტელთა მონასტერში. იქ მან მიიღო ათანასეს სახელი (ფრანგ. Athanase), რომლითაც აქვეყნებდაა თავის პირველ პუბლიკაციებს. ენ-კალკატში და ტულუზის კათოლიკურ ინსტიტუტში იგი გაეცნო სირიულ, სომხურ და ქართულ კვლევებს. 1956 წლიდან 1958 წლამდე პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში და სორბონის Hautes-Études de la Sorbonne იგი სწავლობდა აღმოსავლურ ქრისტიანობას ისტორიულ, ბიბლიურ, პატრისტიკურ და, უპირველეს ყოვლისა, ლიტურგიკულ სფეროებში. შარლ რენუმ პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ჩააბარა დიპლომები სირიულ, სომხურ და ქართულ ენებში და დაიცვა დოქტორის წოდება ლიტურგიკის კათედრაზე იერუსალიმის ლექციონის სომხურ ვერსიაზე (გამოცემა, ფრანგული თარგმანი და კომენტარები); შემდეგ მან მიიღო Hautes-Etudes-ის დიპლომი „ეფრემ ასურის ჰომილია ნიკომედის" გამოცემისთვის (სირიული ფრაგმენტები, სომხური ტექსტი და ფრანგული თარგმანი). 1965 წელს შარლ რენუ ჩაირიცხა სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრში და დაამთავრა 1990 წელს მე-2 კლასის კვლევითი დირექტორის თანამდებობით. მას შემდეგ ის აგრძელებს ენ-კალკატში მოღვაწეობას ქრისტიანული აღმოსავლეთის სფეროში და რეგულარულად აქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს. შარლ რენუ საქართველოს და ხელნაწერთა ინსტიტუტს პირველად 1989 წელს ესტუმრა. იერუსალიმური ლექციონარის სომხურ ტექსტზე მუშაობისას ის ქართული მასალით დაინტერესდა. ქალბატონ ელენე მეტრეველთან საუბრებმა მისი ინტერესი ქართული ლიტურგიკული ძეგლების მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა და მას შემდეგ გულმოდგინედ შეუდგა უძველესი იადგარის ტექსტის კვლევას. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანგულ ენაზე თარგმნა, გამოკვლევები დაურთო და გამოსცა უძველეს იადგარში დაცული V-VIII საუკუნის საგალობლები. შარლ რენუ მუშაობს ქართული ლექციონარის ტექსტზე, ქართული ჰიმნოგრაფიისა და საეკლესიო ისტორიის საკითხებზე. 2008 წელს "Patrologia Orientalis"-ში („პატროლოგია ორიენტალის“), 50-ე ტომად გამოსცა ქართული ლიტურგიკული ჰიმნოგრაფია.
2019 წელს ქართული ხელნაწერი წიგნების კვლევაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მას კორნელი კეკელიძის სახელობის მედალი მიენიჭა. მან ბოლო ნაშრომი 2025 წელს გამოაქვეყნა: L'hymnaire de Saint-Sabas (Ve-VIIIe siècle): le manuscrit géorgien H 2123 : IV, compléments De Charles Renoux chez Brepols Collection : Patrologia Orientalis Broché, 15/07/2025
შარლ რენუ გარდაიცვალა 2026 წლის 3 თებერვალს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

