Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
სუდან ალთუნი![]()
Biographyსუდან ალთუნი (თურქ. Sudan Altun) დაიბადა 1985 წელს თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და ლიცეუმი ინგლისური და გერმანული ენების განხრით, ხოლო 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 2015 წლიდან სუდან ალთუნი სწავლობდა საქართველოში, სოხუმის უნივერისტეტის მაგისტრატურაში კულტურათაშორისი კომუნიკაციების განყოფილებიაზე. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო „ქართულ-თურქული კულტურათაშორისი ურთიერთობები“. ამავე უნივერსტიტეში 2018 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „მეოცე საუკუნის თურქულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები და აჰმეთ მითჰათ ეფენდის შემოქმედება“. სუდან ალთუნი წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მუშაობს ყარსის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.; მონაწილეობს თურქეთისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. სუდან ალთუნს ეკუთვნის სტატიები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში (2016); 2. 14 აპრილს საქართველოს დედაენის დღის გმირები (2017); 3. ქართული მასპინძლება და თამადობის კულტურა (2017); 4. ქართული ენის შესახებ (2018); 5. თურქულ-ტრადიციების შედარებითი ანალიზი (ანოტაცია) (2018). წყარო: 1. ჟ. ფეიქრიშვილი, ი. ვაშაკიძე. მასალები საქართველოს ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |