Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ფევზი ჩელები![]()
Biographyთურქი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი ფევზი ჩელები (ჩელებაძე) დაიბადა 1969 წელს ბოლუში., დღევანდელი დუზჩეს პროვინციაში, გოლიაკას რაიონში. იგი წარმოშობით თურქეთელი, დუზჯელი ქართველია. ბავშვობიდან იზრდებოდა ქართულად მოსაუბრეთა წრეში, სადაც ქართული ენის აჭარული დიალექტით მეტყველებდნენ. ქართული ენის აჭარული დიალექტისა და ლაზურის განსხვავებულობასა და ამავე დროს მათ ნათესაურ კავშირზე დაკვირვება მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ჰაჯიაკუპის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ფევზი ჩელები სწავლობდა გოლიაკას საშუალო სკოლაში, რომელიც 1986 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ხელოვნების ისტორიკოსის წოდებით პედაგოგიური ფორმირებით. 1992 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად ლიცეუმში. ნახატები, ქანდაკებები, ლექსები, ნოველები მისი შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია. 1998 წლიდან მან გამოუშვა ჟურნალი, სახელწოდებით „ეფთენი“. ამ ჟურნალის მხოლოდ შვიდი ნომერი გამოვიდა. 1999 წელს ფევზი ჩელებიმ გამოაქვეყნა წიგნი „გოლიაქა - გუშინ და დღეს“, ხოლო 2000 წელს მეორე წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „მიწისძვრა გოლიაქაში“. აჰმედ ოზქან მელაშვილის წიგნის „საქართველოს“ საშუალებით ჩელები გაეცნო ქართულ დედაენას და დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. ასევე ჟურნალ „ჩვენებურის“ დახმარებით მან უფრო უკეთ გაითავისა ქართული კულტურა. დრო და დრო იზმირის საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოდან ქართველების მიერ ჩამოტანილ ქართულ გამოცემებსაც ეცნობოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიოერთობა გაღრმავდა და ფევზი ჩელები კულტურათა შორის დიალოგში ჩაერთო. ის საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს მასპინძლობდა და დღემდე აგრძელებს ამ ტრადიციას. 2013 წელს ფევზიმ სწავლა გააგრძელა საქარიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2014 წელს ხელოვნებათმცოდნეობაში დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი სახელწოდებით „ქალაქ ანისი X-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების ძეგლები“. პარალელურად სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართული ენათმეცნიერების მიმართულებით. 2018 წლის 9 ივლისს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დუზჯეს მხარეში (თურქეთის რესპუბლიკა) მცხოვრები ქართველების მეტყველების თავისებურებანი“ (ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე). ფ. ჩელები მუშაობს თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე; კითხულობს ლექციებს საგნებში ქართული ხელოვნება და ქართული კულტურა. ფევზი დუზჯეში არსებულ ქართული კულტურის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრის მისიონერულ საქმიანობაში ჩართული აქტიური წევრია. იგი დღემდე ქართული ხელოვნების, მწერლობისა და კულტურის კვლევით არის დაკავებული. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ფევზი ჩელები ჟურნალ „ჩვენებურებში“ სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებულ მასალებს. არის რამდენიმე წიგნის და გამოკვლელვის ავტორი. მათ შორის:
ფევზი ჩელებს ჰყავს ასევე ქართული წარმოშობის მეუღლე ქალბატონი ნაგიჰანი და სამი შვილი, დილა, ომერ ფარუქი-ომერ საბა და მუჰამედ მირშაჰი. წყარო: 1. "მემლექეთზე ფიქრებით" https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/04/15/memlek-et-ze-p-ik-rebit-8-2017-712929 2. ფეიქრიშვილი ი. ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018 3. Fevzi Celebi https://independent.academia.edu/%C3%87ELEB%C4%B0Fevzi
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |