The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ცაგელი ოიგენ

ცაგელი ოიგენ
Date of birth:23 December, 1851
Date of death:26 February, 1924  (at 72 years)
Burial location:ბერლინი, გერმანია
Category:Playwright, Writer, Journalist

Biography

გერმანელი მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი ოიგენ ცაბელი დაიბადა 1851 23 დეკემბერს კენინსბერგში, პრუსია (ახლანდელი კალინინგრადი, რუსეთი).

ახალგაზრდობაში ცაბელი წერდა ლექსებს, მოგვიანებით კი, ბერლინში გადასვლის შემდეგ, მუშაობდა ჟურნალისტად და მწერლად. იგი იყო რომანის ავტორი ეკატერინე დიდის შესახებ, ესეების ლევ ტოლსტოისა და ივან ტურგენევის შესახებ და ანტონ რუბინშტეინის ბიოგრაფიის. ცაბელმა მჭიდრო პირადი კონტაქტები დაამყარა რუსეთის იმპერიასთან და ჩაატარა რამდენიმე ვრცელი მოგზაურობა ქვეყანაში, რაც მან ასევე აღწერა თავის ნაშრომებში.

ცაბელი, თავისი ნაწარმოების „ტრანსციმბირი“ წყალობით (1903) ცნობილია, როგორც მწერალი-მოგზაური. იგი ეწვია რუსეთს, კერძოდ, მოსკოვს, პეტერბურგს, ციმბირს, ასევე, აზიას, იმოგზაურა ამერიკასა და ავსტრალიაში. დაკავებული იყო ინგლისური და რუსული თარგმანებით. იგი, ასევე  ცნობილია, როგორც მუსიკისა და ლიტერატურის კრიტიკოსი. მან დაწერა ანტონ რუბინშტეინის ბიოგრაფია და ჰქონდა კონტაქტები პეტრე ჩაიკოვსკისთან. ის იყო ყოველდღიურ გაზეთ National Zeitung-ის ერთ-ერთი რედაქტორი 1883 წელს.

ოიგენ ცაბელი გარდაიცვალა 1924 წლის 26 თებერვალს ბერლინში.

ოიგენ ცაბელის შემოქმედებაში თავი იჩინა ქართულმა თემამ.

1907 წელს ოიგენ ცაბელმა გერმანიაში გამოსცა ნარკვევი „ყირიმი და კავკასია ლიტერატურაში“. მასში მიმოხილულია კავკასიის თემის დამუშავების ფაქტები გერმანულსა და რუსულ ლიტერატურაში, აგრეთვე შეგროვებულია თბილისში მცხოვრები გერმანელების - ფრიდრიხ ბოდენშტედტის გოლტფრიდ მერცბახერის, ფონ ჰააზეს და გუსტავ რადეს - შეხედულებები საქართველოსა და კავკასიაზე. ავტორი დაწვრილებით საუბრობს ფრიდრიხ ბოდენშტედტის და არტურ ლაისტის  შრომებზე. იგი მაღალ შეფასებას აძლევს არტურ ლაისტის მიერ შედგენილ „ქართველ პოეტებს“, აფასებს ლაისტის ამაგს. კრებულში მოცემულია ქართველი ხალხის სიმღერები, ელეგიები და გამონათქვამები. ცაბელი აქვე გამოთქვამს თავის მოსაზრებას გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანებზე, ალექსანდრე და ილია ჭავჭავაძეზე. გრიგოლ ორბელიანის სახით ცაბელი ხედავს საქართველოს გარდასული დიდების უტყვი მოწმეების მომღერალს, თამარის მეხოტბეს. ილია ჭავჭავაძე მისთვის არის მაღალნიჭიერი ლირიკოსი და პუბლიცისტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. ამასთან, ცაბელი განიხილავს ქართველი პოეტების ლექსების ლაისტისეულ თარგმანებს.

ოიგენ ცაბელის ქართულ თემაზე გავლენა იქონია ფრანც ნიკოლაუს ფინკის შრომამ თავისი ღირსება-ნაკლოვანებებით.

წყარო

1. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977

2. Eugen Zabel https://en.tchaikovsky-research.net/pages/Eugen_Zabel


Share: