The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ანტონ ბაუმშტარკი

ანტონ ბაუმშტარკი
Legal name:კარლ ანტონ იოზეფ მარია დომინიკუს ბაუმშტარკი
Date of birth:4 August, 1872
Date of death:31 May, 1948  (at 75 years)
Burial location:ბონი, გერმანია
Category:Orientalist, Historian

Biography

გერმანელი ეკლესიის ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტურგიის ისტორიის სპეციალისტი ანტონ ბაუმშტარკი დაიბადა 1872 წლის 4 აგვისტოს გერმანიის ქალაქ კონსტანცში, გერმანელი ინტელექტუალების ოჯახში, რომლებმაც კათოლიკობა მიიღეს. მისი ბაბუა ანტონ ბაუმშტარკი (1800–1876) ცნობილი ფილოლოგი იყო. ადრეულ წლებში ბაუმშტარკი სწავლობდა ბიბლიურ ებრაულს, შემდეგ სწავლობდა ჰაიდელბერგში, ფრაიბურგსა და ლაიფციგში. 1884 წელს დაიცვა დისერტაცია. "Lucubrationes Syro-Graecae" ბერძნული ფილოსოფიური ტექსტების სირიულ ენაზე თარგმანებზე 1899-1904 წლებში.

ბაუმშტარკი სწავლობდა კლასიკურ და აღმოსავლურ ფილოლოგიას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და 1898 წელს მიიღო დიპლომი ორივე დარგში. შემდეგ რომში წავიდა. იქ გაიარა სტაჟირება გერმანულ კათოლიკურ კვლევით ცენტრში  (Campo Santo Teutonico), სადაც სწავლობდა ხელნაწერებს და აღმოსავლურ ენებს და 1900 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი თემაზე „არისტოტელე სირიელებთან V-VIII საუკუნეებში". თავად ბაუმშტარკმა თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში გარდამტეხად მიიჩნია 1899 წელს დაწერილი სტატია „საეკლესიო წელი ანტიოქიაში (512-518)“, რის შემდეგაც მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მიეძღვნა ქრისტეს შესწავლასთვის.

1901 წელს რომში გამოვიდა ჟურნალი Oriens Christianus, რომლის პირველი რედაქტორი იყო ანტონ ბაუმშტარკი და იმუშავა 1941 წლამდე. 1911 წლის შემდეგ ჟურნალი გამოდიოდა ლაიფციგში, ხოლო შემდეგ - ვისბადენში. 1903-1905 წლებში ბაუმშტარკმა იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, ეწვია ეგვიპტეს, სირიასა და პალესტინას. რომის უნივერსიტეტში თანამდებობა რომ ვერ მიიღო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო გერმანიაში და 1921 წლამდე მუშაობდა სასბახის კათოლიკურ კერძო სკოლაში მასწავლებლად, რომელიც დააარსა მისმა ნათლია ფრანც ქსავიერ ლანდერმა.

1909 წელს ბაუმშტარკი დაქორწინდა ფრიდა ანა ტრონდლეზე (1891–1979); მათ ოჯახს ჰყავდა თორმეტი შვილი.

ბაუმშტარკი ერთმანეთს უთავსებდა სწავლებას და სამეცნიერო მუშაობას. 1921 წელს იგი გახდა ბონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, შემდეგ ნიჟმეგენის უნივერსიტეტში ასწავლიდა ლიტურგიას და სემიტურ ენებს. ამ დროს ბაუმშტარკი დაინტერესდა ქრისტიანული ლიტურგიის ისტორიით. ამ საკითხზე შრომები მის მთავარ მიღწევად ითვლება. ამის შემდეგ ბაუმშტარკი ასწავლიდა უტრეხტის უნივერსიტეტში, შემდეგ, 1930 წლიდან 1935 წლამდე, მიუნსტერის უნივერსიტეტში.

ბაუმშტარკი კონსერვატორი იყო და პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებას „სამარცხვინოდ“ თვლიდა. 1932 წელს ის შეუერთდა NSDAP-ს და აქტიურად აწარმოებდა კამპანიას ჰიტლერისთვის ხმის მისაცემად. ნაცისტებსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის ალიანსის იმედი ჰქონდა. მისი იმედები არ გამართლდა და 1935 წელს ბაუმშტარკი იძულებული გახდა მიუნსტერის უნივერსიტეტში დაეტოვებინა თანამდებობა. 1944 წელს ბაუმშტარკმა სცადა შეწყალება მოეპოვებინა ნაცისტების მიერ სიკვდილით დასჯილი კათოლიკე მღვდლის კილიან კირხჰოფის რეჟიმის კრიტიკისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ომის დროს ბაუმშტარკმა დაკარგა ოთხი ვაჟი და სიძე.

1911 წელს ლაიპციგში გამოიცა ანტონ ბაუმშტარკის Die christlichen literaturen des Orients, რომლეშიც ერთი თავი ეძღვნება ქართულ ლიტერატურას. მასში ქვეთავებად წარმოდგენილია ჩვენი მწერლობის ოთხი სხვადასხვა ასპექტი: პირველი - ხასიათი და ისტორიული განვითარება, მეორე - საეკლესიო პროზა, მესამე - ისტორიულ-გეოგრაფიული და სამართლის ლიტერატურა, მეოთხე - პოეზია და პროზაული გასართობი ლიტერატურა.

ანტონ ბაუმშტარკი მსჯელობას იწყებს ქართველი ხალხის ვინაობის და ქართული ენის რაობის გარკვევით. შემდეგ გადადის ქართული მწერლობის მიმოხილვაზე, აანალიზებს მის ხასიათს და ცალკეული სფეროების ისტორიულ განვითარებას. მისი აზრით, ქართულ მწერლობას აქვს უაღრესად ყურადსაღები მნიშვნელობა, რადგანაც მან ადრინდელ დროშივე მიიღო სკეციფიკური საეკლესიო ხასიათი და აყვავების პერიოდში შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლები. საეკლესიო მწერლობა გადავიდა საერო მწერლობაზე, რომელიც ავტორის აზრით, იმყოფებოდა სპარსული კაზმულსიტყვაობის გავლენის ქვეშ. მონღოლთა შემოსევამ ბოლო მოუღო ქვეყნის პოლიტიკურ სიძლიერეს და გამოიწვია ეროვნული ლიტერატურის დაქვეითება.

ბაუმშტარკი დაწვრილებით საუბრობს სასულიერო წიგნებზე, აგიოგრაფიულ მწერლობაზე, ხოლო უკანასკნელ ქვეთავში - პოეზიასა და გასართობ ლიტერატურაზე. ის განსაკუთრებული დიდებით იხსენიებს შოთა რუსთაველს, რომლის ბადალი, მისი აზრით არ მოიპოვება აღმოსავლეთის ქრისტიანული სამყაროს ლიტერატურაში.

ავტორი თავის ნაშრომში ხშირად სცოდავს ფაქტებში და გამოთქმული აქვს შეხედულებები, რომლებიც მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს. იგი აზვიადებს ქართული მწერლობისთვის სპარულ-ბერძნული ლიტერატურის მნიშვნელობას და რჩება ისეთი აზრი, თითქოს საქართველოში ორიგინალური ლიტერატურა არც კი შექმნილა და ქართველი ხალხის სულიერი საზრდო მხოლოდ ნათარგმნი ლიტერატურა იყო. მიუხედავად ამისა, ბაუმშტრაკის ნაშრომმა „ქართული ლიტერატურა“ თავისი წვლილი შეიტანა მეცნიერული ქართველოლოგიის უკანასკნელი დროის მიღწევებზე.

ანტონ ბაუმშტარკი გარდაიცვალა 1948 წლის 31 მაისს, ბონში.

წყარო

1. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977

2. Baumstark: On the Historical Development of the Liturgy 

https://aomoi.net/blogg/2016/01/baumstark-on-the-historical-development-of-the-liturgy/

2. Православная Энциклопедия, 2002, т. 4, с. 387-388


Share: