The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი

ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი
Date of birth:11 November, 1949  (75 years)
Category:Linguist, Kartvelologist

Biography

      ინგლისელი ენათმეცნიერი, კავკასიის მკვლევარი, ქართველოლოგი ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი დაიბადა 1949 წლის 11 ნოემბერს ქალაქ დონკასტერში. მან დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში, დადიოდა დონკასტერის გრამატიკის სკოლაში (ახლა ჰოლსის ჯვრის აკადემია), რომელიც 1350 წლიდან არსებობს. აქ მან ისწავლა ლათინური და ბერძნული ენები, შეისწავლა ძველი ისტორია.

    1968 წელს ჯორჯ ჰიუიტმა სწავლა განაგძო კემბრიჯის უნივერსიტეტის სენტ-ჯონის კოლეჯში. კემბრიჯში სწავლის დროს მან მიიღო ჰენრი არტურ თომასის სტიპენდია და კოლეჯის სამუგზაურო გრანტი. გარდა ამისა, ბაკალავრიატის დროს მიენიჭა რანოხის სტიპენდია და ამავე წელს კოლეჯისაგან მიიღო გრეივის პრიზი. 1972 წელს მან წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი და მიიღო ბაკალავრის დიპლომი (BA), აირჩია კლასიკური ტრიპოსის ფილოლოგია (E ჯგუფი).

     1972-1973 წლებში ჯორჯ ჰიუიტმა სწავლა განაგრძო კემბრიჯის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე.  მან გადაწყვიტა დაეცვა სადოქტორო ხარისხი ძველი ბერძნული და ენდო-ევროპული ენების შედარების საფუძველზე.. კემბრიჯის მაშინდელმა პროფესორმა, სერ ჰაროლდ ბეილმა ურჩია საკვლევად აერჩია ლიეტუვური ან სომხური ენები. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში ჰიუიტი აგროვებდა შესაბამის მასალას ბერძნული და სომხური ენებისთვის, მას უფრო მეტად აინტერესებდა ქართული და კავკასიური ენები. მან დაარწმუნა ბრიტანეთის საბჭო, რომ 1975-1976 სასწავლო წლისთვის იგი გაეგზავნათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

      საქართველოში ჯორჯ ჰიუიტმა გაიცნო აფხაზი ასპირანტი ზაირა ხიბა, რომელზეც თბილისში 1976  წლის 25 ივნისს იქორწინა.

     1976-1978 წლებში იგი დარეგისტრირდა დოქტორანტად და მუშაობდა სამეცნიერო ასისტენტად ბერნარდ კომრის ხელმძღვანელობით სსრკ-ს არასლავური ენების პროექტზე, რომელიც დააფინანსა ბრიტანეთის სოციალურ მეცნიერებათა საბჭომ. ჰიუიტმა შეძლო მასალებს შეგროვება კავკასიურ ენებზე და ამით დაიწყო კავკასიოლოგის კარიერა. 1978 წელს მან მიიღო მარჯორი უორდროპის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მართავდა ოქსფორდში დაფუძნებული უორდროპის ფონდის მმართველი საბჭო. განსხვავებების შესასწავლად ქართულ, ძველ ქართულსა და აფხაზურს შორის, იგი ხელახლა დარეგისტრირდა დოქტორანტურაში კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამედროვე და შუასაუკუნეების ენებისა და ენათმეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც საბოლოოდ დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,კავშირების სინტაქსური შედარებით-კონტრასტული შესწავლა ქართულ და აფხაზურ ენებში". 1979-1980 სასწავლო წლის განმავლობაში მას მორიგი სასწავლო ვიზიტი ჰქონდა საბჭოთა საქართველოში, სადაც მან შეაგროვა მასალები აღნიშნულ სადოქტორო ნაშრომში შესატანად, ასევე სხვა მასალები შემდგომი გამოყენებისათვის.

       1982 წელს ჯორჯ ჰიუიტმა მიიღო  სადოქტორო ხარისხი დისერტაციის საფუძველზე, სადაც შედარებული იყო წინადადებებს შორის კავშირების გამოყენება ქართულ და აფხაზურ ენებში.

       ჰიუიტი განაგრძობდა ლექციების კითხვას ლონდონის უნივერსიტეტში. 1996 წელს გახდა კავკასიური ენების პროფესორი აღმოსავლეთმცოდნეობისა და აზიის კვლევების სკოლაში. ყურადღება გაამახვილა ქართული და აფხაზური ენების ლინგვისტიკაზე, ასევე ისტორიაზე. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ჰიუიტს ეკუთვნის მრავალი სტატია და წიგნი, მათ შორის, „აფხაზური ენა“, ზ. ხიბასთან ერთად - LDS (Lingua Descriptive Suties), vol. 2, 1979; „დაქვემდებარების ტიპოლოგია ქართულსა და აფხაზურში“, Berlin; „ქართული ენა: სტრუქტურულ მიმართებათა გრამატიკა“, Amsterdam/Philadelphia/London; გრამაქტიკა შემსწავლელისთვის“, London an New York, 1996;  „ქართული საკითხავი ტექსტებით, თარგმანითა და ლექსიკონით“, London, 1996. 1979 წელს ჟურნალში „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“ დაიბეჭდა „მიმართებითი წინადადება ადიღეურში“; 2022 წელს ჟურნალ „კადმოსში“ გამოქვეყნდა ჯორჯ ჰიუტის წერილი „მოგონება“, რომელიც ეძღვნება ქართველი ენათმეცნიერის შუქია აფრიდონიძის გარდაცვალებას და სხვ.

      რეცენზიებიდან მნიშვნელოვანია რეცენზია ა. ჰარისის წიგნზე: Diachronic syntax: the Kartvelian case, 1987. 1980-იან წლებში აქვეყნებდა აგრეთვე ქართული მხატვრული პროზის ინგლისურ თარგმანებს, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას მოთხრობებს.

      1989 წლამდე ჯორჯ ჰიუიტი აგრძელებდა მოგზაურობას საქართველოში, დამატებითი მასალების შესაგროვებლად. 

       საქართველოს ჰიუიტი მეორე სამშობლოს უწოდებდა, თუმცა მისი კონტაქტები ქართველებთან 1989 წლის 21 ივლისს შეწყდა. 

      ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვასთან ერთად მოულოდნელად შეიცვალა მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჯორჯ ჰიუიტი პირდაპირ ჩაერთო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და 1989 წლის მაისში აფხაზურ გაზეთში გამოაქვეყნა ღია წერილი ქართველი ხალხისადმი, რომელშიც სრულად იმეორებდა აფხაზურ სეპრატისტულ ნარატივებს. 15-16 ივლისს აფხაზეთში ქართველებსა და აფხაზებს შორის სისხლიანი შეტაკების შემდეგ, ქართულად თარგმნილი აღნიშნული წერილი დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ სათაურით „უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებებზე - ღია წერილი ქართველებს“. წერილმა ქართულ საზოგადოებაში დიდი რეაქცია გამოიწვია და სამუდამოდ გადაკეტა მისი გზა საქართველოში.

      1993 წელს ჯორჯ ჰიუიტი დაინიშნა გაერთიანებულ სამეფოში აფხაზეთის საპატიო კონსულად.

      1996 წელს ჰიუიტების ოჯახი ეწვია აფხაზეთს. პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი გახდა აფხაზეთის მოქალაქე. მას ასევე მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „ღირსება და დიდება”. ჰიუიტების ოჯახის ყველა წევრს აქვს სამი ქვეყნის მოქალაქეობა - აფხაზეთის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის.

      კავკასიის ენების დარგში ერთადერთი პროფესორი ინგლისში, დღემდე „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ ერთ-ერთი აქტიური მომხრეა.

        წყარო:

  1. „მამუ“. ჯორჯ ჰიუიტი — ჩვენი ძველი ყოფილი „მეგობარი” https://paqtebi.ge/
  2. ჩუბინიძე გ. ჯორჯ ჰიუიტი სიტყვით წარსდგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე? https://civil.ge/ka/archives/623729
  3. Collection Guide. Hewitt (B. George) Caucasian linguistics collection  https://oac.cdlib.org/findaid/ark:/13030/c8x92hdb/
  4. Georg Hewitt https://georgehewitt.net/about

Share: