| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ევგენი ბოლხოვიტინოვი![]()
Biographyპირველი რუსი ქართველოლოგი მიტროპოლიტი, ეკლესიის ისტორიკოსი, არქეოგრაფი და ბიბლიოგრაფი ევგენი (ერობაში ევფიმი ალექსეის ძე ბოლხოვიტინოვი) დაიბადა 1767 წლის 18 დეკემბერი ქალაქ ვორონეჟში ვორონეჟის ეპარქიის სამრევლო მღვდლის ოჯახში. მისი მამა, ალექსეი ანდრეევიჩი, ვორონეჟის ილინისკის ეკლესიაში მსახურობდა მისი აშენების დღიდან 1776 წლამდე, გარდაცვალებამდე. ევფიმი 10 წლის ასაკში დაობლდა. 1777 წლის 15 ოქტომბერს იგი ვორონეჟის სასულიერო სემინარიის მეორე სინტაქსურ კლასში ჩაირიცხა, 1782-1784 წლებში იგი სემინარიის რიტორიკის კლასში სწავლობდა, 1784 წლის სექტემბრიდან იყო ხარების ტაძრის ეპისკოპოსთა გუნდის მომღერალი და პავლოვსკის რაიონის ბელოგორიეს დასახლებაში ფილოსოფიის კლასში სემინარიელი. 1785 წელს ვორონეჟის ეპისკოპოს ტიხონის კურთხევით ჩააბარა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში, სადაც სწავლის პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტში ისმენდა საერთო ფილოსოფიასა და პოლიტიკის, ფიზიკისა და ფრანგული მეტყველების ლექციებს. 1789 წლის იანვრიდან რიტორიკისა და ფრანგულის მასწავლებელია, აგვისტოდან — სასულიერო სემინარიის ვიცე-პრეფექტი, ხოლო სექტემბრიდან — ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 1790 წლის სექტემბრიდან — სემინარიის პრეფექტი, ასევე ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი. 1796 წელს ვორონრჟის გუბერნიის ქალაქ პავლოვსკის იეროდიაკვნად აკურთხეს. ევფიმი ბოლხოვიტინოვის ძირითადი სამეცნიერო ინტერესი უკვე მაშინ იყო განსაზღვრული, მან დაიწყო მუშაობა „რუსეთის ისტორიაზე“, მაგრამ მასალების ნაკლებობამ აიძულა, ეს იდეა მიეტოვებინა. 1793 წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა ანა რასტორგუევაზე. 1795 წლის მარტში დაეღუპა უფროსი შვილი — ანდრიანი. 1799 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი — პულხერია, 3 აგვისტოს კი — ნოკოლაი, 21 აგვისტოს — ცოლი. 1800 წელს ბოლხოვიტინოვი გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ალაექსანდრ-ნეველის აკადემიის პრეფექტი გახდა. 9 მარტს აღიკვეცა ბერად, 11 მარტს აკურთხეს ტროიცკო ზელენიცკის მონასტრის არქიმანდრიტად. 1802 წლის 27 იანვარს გადაიყვანეს სერგიევოს უდაბნოს არქიმანდრიტად. სანქტ-პეტერბურგში დაწერა «Историческое изображение Грузии», «Каноническое исследование о папской власти в христианской церкви», «Записка с двумя духоборцами» და სხვა. ევფიმი ბოლხოვიტინოვის წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუწყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში. ეს პირველი დაბეჭდილი ნაშრომია, რომელმაც გააცნო რუსეთს, ხოლო შემდეგ ევროპას რუსთაველის სახელი. ბოლხოვიტინოვმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ჩახრუხაძის, პეტრიწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელები, დაახასიათა ქართული ლექსი, მისი რაობა, რითაც სათავე დაუდო ქართული პოეტიკის კვლევას რუსულ ბეჭდურ ლიტერატურაში. მიუხედავად ნაშრომში დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომებისა, მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. „საქართველოს ისტორიული სურათის...“ შედგენაში ბოლხოვიტინოვს არსებითი დახმარება გაუწიეს იმხანად პეტერბურგში მყოფმა ქართველმა მოღვაწეებმა: მირიან, იოანე, ბაგრატ, დავით და მიხეილ ბატონიშვილებმა, გარსევან ჭავჭავაძემ, ვარლამ დავითის ძე ერისთავმა და რუსმა ისტორიკოსმა ნ. ბანტიშ-კამენსკიმ. ქართული კულტურის საკითხებს ბოლხოვიტინოვი ეხება თავის სხვა ნაშრომებშიც. იგი ავტორია ანონიმურად გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა. პეტრებურგში ის დაინიშნა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეფექტად და ასწავლიდა ფილოსოფიასა და მჭევრმეტყველებას, კითხულობდა ლექციებს თეოლოგიასა და ისტორიაზე. მან აიღო მონაზვნური აღთქმა და მიიღო ევგენის სახელი და არქიმანდრიტის წოდება. 1804 წელს იყო სტარაია რუსას ეპისკოპოსი, 1808-1813 წლებში - ვოლოგდას მთავარეპისკოპოსი, 1813-1816 წლებში - კალუგის მთავარეპისკოპოსი. 1816 წლიდან 1822 წლამდე მიტროპოლიტი ევგენი იყო ფსკოვისა და მთელი ლივონიისა და კურლანდიის მთავარეპისკოპოსი. 1822 წლის 24 იანვარს ევგენი ბოლხოვიტინოვი დაინიშნა კიევის მთავარეპისკოპოსად, ხოლო 16 მარტიდან - კიევისა და გალიციის მიტროპოლიტად და რუსეთის წმინდა სინოდის წევრად. იმავე წელს არჩეულ იქნა ვილენსკის უნივერსიტეტის წევრად, 1823 წელს — კიევის სასულიერო აკადემიის წევრად, 1826 წელს — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. 1826 წელს არჩეულ იქნა დეკაბრისტების საქმეზე უმაღლესი სასამართლოს წევრად. იყო არაერთი სამეცნიერო წრის საპატიო თუ ნამდვილი წევრი. დაჯილდოვებული იყო ალექსანდრე ნეველის ორდენით, წმინდა ანას ხარისხის ორდენით, წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით. მიტროპოლიტი ევგენი ბოლხოვიტინოვი გარდაიცვალა 1837 წლის 23 თებერვალს კიევში და მისი ანდერძის თანახმად დაკრძალულია კიევის სოფიის ტაძარში. წყარო
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

