| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
დონალდ რეიფილდი![]()
ბიოგრაფიაინგლისელი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი, ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის რუსული და ქართული ლიტერატურის დამსახურებული პროფესორი პატრიკ დონალდ რეიფილდი (ინგლ. Patrick Donald Rayfield) დაიბადა 1942 წლის 12 თებერვალს ოქსფორდში. ის არის ასევე იოსებ სტალინისა და მისი საიდუმლო პოლიციის შესახებ წიგნების ავტორი. ის ასევე არის რუსი მწერლებისა და ინტელიგენციის შესახებ წიგნების სერიის რედაქტორი. მან თარგმნა ქართველი, რუსი და უზბეკი პოეტები და პროზაიკოსები. დონალდ რეიფილდმა 1963 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. იგი დედოფალ მერის უნiივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის სტატუსით სპეციალიზირებულია შემდეგ სფეროებში: ქართული ლიტერატურა, ფოლკლორი და ლექსიკოლოგია; XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის შუა ხანების რუსული ლიტერატურა; სტალინი და სტალინიზმი. 2013 ლის 15 აპრილს ლონდონის უნივერსიტეტი ემერიტუს პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 1970-იან წლებში დონალად რეიფილდი წერდა სტატიებს ქართველი პოეტების მანდელშტამთან და სხვა რუს პოეტებთან ურთიერთობის შესახებ. 1973 წლის შემოდგომაზე იგი საქართველოში პირველად ჩამოვიდა სამი თვით სსრკ–დიდი ბრიტანეთის კულტურული ხელშეკრულების ფარგლებში. მას უნდოდა ლიტერატურულ მუზეუმში, განსაკუთრებით ქართველი-რუსი პოეტების მიმოწერაზე ემუშავა. იმ დროს მან ქართული ენა ცუდად იცოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ კვლევას მაინც ჰქონდა აზრი, რადგან პოეტებს შორის მიმოწერა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. თუმცა მალე გაირკვა, რომ მას ამის ნებას არ მისცეს და ამიტომ წავიდა თბილისის უნივერსიტეტში ქართული ენის განყოფილებაში, შეისწავლა ენა და შეუდგა გალაკტიონისა და ვაჟას თარგმნას. სწორედ მაშინ გაიცანო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. დონალდ რეიფილდის მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: „საქართველოს ლიტერატურა: ისტორია,“ (ლონდონი, 2000), „სტალინი და მისი ქვეშევრდომები” (2004, ლონდონი,; (2004, ნიუ-იორკი). იმ დროიდან მას გადათარგმნილი აქვს, ვაჟას სამი პოემა - “ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”, “გველის მჭამელი”, გალაკტიონის ათი ლექსი; ტიციანის სამი ლექსი; ჭავჭავაძის “დემიტრი თავდადებული”, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი( 2012)”, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“(2012) და „აველუმი“(2013), ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“(2015), ზოგიერთი თანამედროვე პოეტის ლექსები; ლაშა ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ და კიდევ რამდენიმე ახალი ქართული პიესა. 2025 წლის მარტში დონალდ რეიფილდმა უარი თქვა საქართველოს მწერალთა სახლის ჯილდოზე. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მას არ შეეძლო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული რაიმე საჩუქრის მიღება. წყარო:
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

