Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ლუიჯი მაგაროტო![]()
Biographyიტალიელი ქართველოლოგი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ლუიჯი მაგაროტო დაიბადა ქალაქ პადუაში 1942 წლის 15 სექტემბერს. მან 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა ვენეციის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ძირითადი ენა რუსული). მისი სადიპლომო ნაშრომის თემა იყო „მაიაკოვსკის ჟურნალი „ლეფი“. ამისათვის იგი მივლინებული იყო მოსკოვში. მოსკოვში ყოფნის დროს ლუიჯი მაგაროტო გასცნობია ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვა ქართველი პოეტების პასტერნაკისეულ რუსულ თარგმანებს და დიდად მოხიბლულა. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია გალაკტიონს და გადაუწყვეტია, ეს დიდებული პოეტი თავისი თანამემამულეებისთვის გაეცნო. ამ მიზნით, ლუიჯის გადაუწყვეტია ქართული ენის შესწავლა. 1976–1977 სასწავლო წელს ლუიჯი მაგაროტო პირველად ჩამოვიდა საქართველოში და შეუდგა ქართული ენის შესწავლას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. თბილისში ყოფნის დროს მაგაროტომ დაიწყო გალაკტიონის თარგმნა იტალიურ ენაზე. ამ დროს მას უშუალო დახმარებას უწევდნენ ნია აბესაძე და შუქია აფრიდონიძე, ხოლო ლიტერატურაში – ირაკლი კენჭოშვილი და ბეჟან გიორგაძე. მან თარგმნა გალაკტიონის 19 ლექსი და გამოაქვეყნა ვენეციის უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის წელიწდეულში (1978, ტ. XVII, განაკვეთი 3, ორიენტალისტური სერია). მთარგმნელი შესავალ სტატიაში ვრცლად მიმოიხილავს პოეტის შემოქმედებას. ლუიჯი მაგაროტო შესანიშნავად იცნობს ქართულ ლიტერატურას. იგი სისტემატურად აქვეყნებს დასავლეთ ევროპის პრესაში ქართული ლიტერატურის საკითხებს, ავლებს პარალელებს ევროპულ ლიტერატურასთან. მთარგმნელობით საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის 1999 წელს ლუიჯი მაგაროტოს მიანიჭეს ინგლისის ქართველოლოგიური ცენტრის მარჯორი უორდროპის სახელობის პრემია. ლუიჯი მაგაროტოს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სლავისტიკისა და ქართველოლოგიის დარგში. 1985 წელს თბილისში გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული ქართულ და იტალიურ ენებზე, რომლის თარგმანი და წინასიტყვაობა ეკუთვნის ლუიჯი მაგაროტოს. გალაკტიონ ტაბიძის გარდა მას აქვს ნაშრომები ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, ცისფერყანწელების, ფიროსმანის, გუდიაშვილის შემოქმედებაზე, ავანგარდზე, ქართული სუფრის ტრადიციაზე და სხვ. იტალიურად თარგმნა ილიას „სარჩობელაზედ“(თბ., 1987), ვაჟას „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარმასპინძელი“, „გველისმჭამელი“, პ. იაშვილისა და ს. ჩიქოვანის ლექსები. 2008 წელს თბილისში გამოვიდა ლუიჯი მაგაროტოს წიგნი "საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783–1801)". ლიუჯი მაგაროტომ 1987 წელს ვენეციის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრა დააარსა. აღსანიშნავია, რომ ვენეციის უნივერსიტეტში ქართული ენა ისწავლება დამოუკიდებელ საგნად. ქართველოლოგიურ ცენტრს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, გამოდის ჟურნალ "გეორგიკას" იტალიური სერია. იტალიის ქართველოლოგიურ ცენტრებში ნაყოფიერად მოღვაწეობენ ახალგაზრდა ქართველოლოგები. 2012 წელს სამეცნიერო კონფერენციის "გოდერძი ჩოხელი – შემოქმედება საზღვრებს გარეშე" დაბეჭდილია ლუიჯი მაგაროტოს მოგონებები მწერალზე. წიგნში Дада по-русски, Белград, 2013 დაიბეჭდა მაგაროტოს ორი წერილი ილია ზდანევიჩზე. ქართულ ჟურნალ–გაზეთებში სისტემატურად იბეჭდება ლუიჯი მაგაროტოს წერილები საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. ასევე გამოხმაურებები მის ნაშრომებზე და ინტერვიუები მასთან. წყარო: 1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |