Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ლუიჯი მანტოვანი![]()
Biographyიტალიელი ქართველოლოგი ლუიჯი მანტოვანი დაიბადა 1931 წელს ვერონის ახლოს, სოფელ ლავანიოში. სწავლობდა სტიმატინების მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. მიიღო კლასიკური განათლება, შეისწავლა თეოლოგია, დაამთავრა აგრეთვე პადუის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და მილანის წმინდა საგალობლების სამუსიკო ინსტიტუტი. მღვდლის ხარისხი მიიღო 1955 წელს. არის სტიმატინების კონგრეგაციის წევრი. ცხოვრობდა ვერონაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიური მოღვაწეობასაც. მამა ლუიჯი წლების მანძილზე იყო ვერონის საშუალო სკოლის დირექტორი. იგი საფუძვლიანად ფლობს რამდენიმე ენას: ლათინურს, ბერძნულს, იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, პორტუგალიურს, ქართულსა და რუსულს. 1994 წელს ვერონის სტიმატინების კონგრეგაციის გადაწყვეტილებით საქართველოში უნდა გამოეგზავნათ ადგილობრივი კათოლიკე მრევლისთვის მღვდლები – ჯუზეპე პაზოტო და გაბრიელე ბრაგანტინი. ამიტომ წმინდა მამებმა იტალიაშივე დაიწყეს ქართული ენის შესწავლა იმხანად ვერონის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტის ლელა ბერიძის დახმარებით. მალე იგი ლუიჯი მანტოვანიმაც გაიცნო და შემდეგ მათი ურთიერთობა მეცნიერულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. მამა ლუიჯი იმთავითვე მოიხიბლა რთული, მაგრამ მეტად საინტერესო ქართული ენით და ასე თანდათან გამოიკვეთა მისი ქართველოლოგიური კვლევის გზაც. ქართული ზმნის მრავალფეროვნებამ და კატეგორიების სიუხვემ ათქმევინა ლუიჯი მანტოვანის „ქართული ენა, ლამაზია, მაგრამ – რთული“. მამა ლუიჯი გულმოდგინედ შეუდგა ქართული ენის საფუძვლიან შესწავლას – ისმენდა ლელა ბერიძის კონსულტაციებს, ზაფხულობით ჩამოდიოდა ქუთაისში, როგორც კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, უშუალოდ აკვირდებოდა ქართველთა ყოფა–ცხოვრებას, ზნე–ჩვეულებებს, ეცნობოდა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ქართული ენის შესწავლის მსურველ თანამემამულეთათვის 1997 წელს ლუიჯი მანტოვანიმ იტალიაში გამოსცა „ქართული ენის მცირე გრამატიკა“. ეს არის იტალიურად პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართული ენისა. 1998 წელს ლუიჯი მანტოვანიმ შეადგინა და ლელა ბერიძის თანაავტორობით იტალიაში გამოსცა წიგნი „ქართული ენის სავარჯიშოების მცირე კრებული“, რომელიც „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. 1998 წლიდან ლუიჯი მანტოვანი საქართველოში, ძირითადად ქუთაისში, ცხოვრობს და მოღვაწეობს, როგორც კათოლიკე მღვდელი. 2006 წელს თბილისში გამოიცა მამა ლუიჯი მანტოვანისა და მარინე ოცხელის მიერ შედგენილი ვრცელი "იტალიურ-ქართული ლექსიკონი“, რომელმაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ლუიჯი მანტოვანი საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. 2002–2006 წლებში იგი თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიისა და კულტურის ისტორიის ინსტიტუტში ასწავლიდა ლათინურ ენას. მან 2007 წელს თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე გამოსცა სახელმძღვანელო „Lingua Latina = ლათინური ენა“ 2014 წელს თბილისში გამოვიდა ლუიჯი მანტოვანისა და მარინე ოცხელის მიერ შედგენილი „ქართულ–იტალიური ლექსიკონი“. მიუხედავად ასაკისა, ლუიჯი მანტოვანი დღესაც ახალგაზრდული შემართებით ეწევა ქართველოლოგიურ საქმიანობას. წყარო: 1.ბერიძე, ლელა. 1 კილოგრამი და 900 გრამი სიტყვები იტალიანისტებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის // 24 საათი, 2006, 14 ოქტომბერი. 2. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012. 3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. ქართული ენის მოამაგენი. თბ., 2006.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |