Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
გერჰარდ დეეტერსი![]()
Biographyგერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი გერჰარდ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი დაიბადა 1892 წლის 8 აგვისტოს ლემბურგში (ლივლანდია). იგი ლაიფციგში სწავლობდა ფილოსოფიას, ხოლო შემდეგ, 1922–1925 წლებში – ენათმეცნიერებას იენასა და მიუნხენში. ქართული ენის შესწავლა დაიწყო ნიკოლოზ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართველური ზმნა". გერჰარდ დეეტერსი 1927–1932 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასისტენტი, ხოლო 1935–1960 წლებში ბონის უნივერსიტეტის პროფესორი. 1930–1934 გერჰარდ დეეტერსი იყო ადოლფ დირის მიერ დაარსებული ჟურნალ "კაუკაზიკას" ("Caucasica") გამომცემელი, ხოლო 1937–1960 გამოსცემდა ჟურნალ "Indogermanische Forschungen" ("ინდოგერმანული ძიებანი"). XX საულუნის 30–იანი წლებიდან მოყოლებული დეეტერსი ეწეოდა მეტად ნაყოფიერ საქმიანობას. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, როგორც ქართული ენა და მისი დიალექტები, ასევე სომხური და აფხაზური ენები. 1927 წელს გერჰარდ დეეტერსმა ლაიფციგში გამოაქვეყნა ნაშრომი „სომხური და სამხრეთ–კავკასიური“, რომელშიც შესწავლილი აქვს სომხურისა და ქართულ–ქართველური ენების მორფოლოგიური და სინტაქსური საკითხები, აგრეთვე ბგერითი შესატყვისობანი. ამ საკითხს მეცნიერმა მომავალშიც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. 1930 წელს გამოქვეყნდა დეეტერსის მეორე ნაშრომი „ქართველური ზმნა“, რომელშიც საფუძვლიანად არის გაანალიზებული ქართველურ ენათა შედარებითი მორფოლოგიის მრავალი საკვანძო საკითხი, ახლებურად არის დასმული საერთო-ქართველური ფუძეენის დიფერენციაციის პრობლემა. 1931 წელს გეტინგენში გერჰარდ დეეტერსმა გამოსცა ახალი ნაშრომი „აფხაზური ენის აგებულება“. გერჰარდ დეეტერსს ეკუთვნის გამოკვლევა ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. მისი აზრით, ქართული დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს და ის საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ არის შექმნილი. გერჰარდ დეეტერსი ძირითადად ქართული ენის სფეროში მუშაობდა, თუმცა გულგრილი არც ლიტერატურული საკითხების მიმართ რჩებოდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ქართული ლიტერატურის შესახებ. 1963 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა წიგნი "ქართული ლიტერატურა", რომელიც წარმოადგენს ქართული მწერლობის ისტორიის (V–XX სს.) მოკლე მიმოხილვას და მას უფრო საინფორმაციო–საცნობარო დანიშნულება აქვს. ავტორი ქართულ ლიტერატურას ყოფს ოთხ პერიოდად:
გერჰარდ დეეტერსმა დაბეჭდა რამდენიმე სტატია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, სადაც იგი განიხილავს რუსთველოლოგიის პრობლემებს. ესენია: "შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეოდ", "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი ჰუგო ჰუპერტისა" და სხვ. ქართველ ნაციონალისტთა ორგანო „კლდე“, რომელიც გამოდიოდა ბერლინში 1934–1936 წლებში, ქართულენოვანი იყო, მაგრამ მასში ზოგიერთი მასალა იბეჭდებოდა გერმანულ და ფრანგულ ენებზეც. გერჰარდ დეეტერსი თანამშრომლობდა გაზეთთან. სწორედ, ამ გაზეთში, 1935 წლის №11/12–ში, დაიბეჭდა გეეტერსის გერმანულ ენაზე დაწერილი შრომა „შოთა რუსთაველი“ თავისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობით გერჰარდ დეეტერსი ხელს უწყობდა გერმანიაში ქართველოლოგიური საქმიანობის ფართოდ გაშლას და მის სრულყოფას. მან აღზარდა ქართველური ენების არაერთი გამოჩენილი მკვლევარი (ფ. ნაისერი, კ. ჰ. შმიდტი და სხვ.). გერჰარდ დეეტერსი გარდაიცვალა 1961 წლის 19 ოქტომბერს, ქალაქ ბონში. წყარო: 1. ბარამიძე, ალექსანდრე. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 9, თბ., 1997. 2. რევიშვილი, შ. გერჰარდ დეეტერსი და ქართული ლიტერატურა //უცხოური ენები სკოლაში, 1973, №3ю 3.ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012. 4. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 6, თბ., 2005.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |