Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
უილიამ ალენი![]()
Biographyინგლისელი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ქართველოლოგი უილიამ ედუარდ დევიდ ალენი (ინგლ. William Edward David Allen) დაიბადა 1901 წლის 6 იანვარს, ლონდონში. ბავშვობა გაატარა ჰერტფორდშირში. 1914–1918 წლებში იგი სწავლობდა იტონის კოლეჯში, სადაც მან დაიწყო რუსული და თურქული ენების შესწავლა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა უილიამი დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, მათ შორის, საქართველოთი. უილიამ ალენმა საქართველოს ისტორიის შესწავლა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. იმ დროს იგი იმყოფებოდა თურქეთში ჟურნალისტად, თან ეცნობოდა შავი ზღვის სანაპიროს ხალხებს, სწავლობდა მათ ისტორიასა და კულტურას. შემდეგ მისი კვლევის ობიექტი გახდა უშუალოდ საქართველო. უილიამ ალენი საქართველოს პირველად 1926 წელს ეწვია და მან აქ სამი თვე დაჰყო. 1928 წელს იგი ჩავიდა ლაზეთში. „საქართველოში ყოფნის დროს გადავწყვიტე ინგლისელებისთვის გამეცნო ეს მეტად მდიდარი წარსული კულტურის ხალხი“, – ამბობდა იგი მოგვიანებით. მართლაც, 1932 წელს ლონდონში გამოიცა უილიამ ალენის პირველი წიგნი საქართველოს შესახებ – „ქართველი ხალხის ისტორია“. მასში წარმოდგენილია ქართველი ხალხის ისტორია ბრინჯაოს ხანიდან XVIII ბოლომდე. მანამდე ინგლისურ ენაზე ამგვარი წიგნი არ არსებობდა. სპეციალისტებმა წიგნს მაღალი შეფასება მისცეს. 1943 წლიდან უილიამ ალენი თურქეთში ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას, რომელსაც 1949 წელს თავი დაანება და ხელი მიჰყო სამეცნიერო მოღვაწეობას. 1953 წელს გამოიცა უილიამ ალენის „XVII საუკუნის პირველი ნახევრის ორი ქართული რუკა“. 1970 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ორტომეული „რუსეთის ელჩობანი ქართველ მეფეებთან 1589–1600 წწ.“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი იყო უილიამ ალენი. მასვე ეკუთვნის შესავალი, დამატებითი შენიშვნები, კომეტარები და ბიბლიოგრაფია. უილიამ ალენს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლონდონში XXსაუკუნის 30–იან წლებში გამომავალ ჟურნალ „გეორგიკასთან“. მასში დევიდ ლანგთან და რობერტ სტივენსონთან ერთად აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიაზე. უილიამ ალენი საქართველოს კიდევ რამდენჯერმე ესტუმრა. 1967 წელს საქართველოში ჩამოიტანა მეფე ერეკლე მეორის ვერცხლით მოჭედილი ცხენაკაზმულობა (რახტი), რომელიც მას აფხაზთა დიდგვაროვანი ოჯახის ერთ–ერთი წარმომადგენლისგან შეუძენია. ნივთი მან ხელოვნების მუზეუმის დირექტორს საზეიმოდ გადასცა. „ჩემი ანდერძით გათვალისწინებული იყო, რომ ეს აკაზმულობა დარჩენილიყო ბრიტანეთში, საჭურველთა მუზეუმის საგანძურში, ლონდონის ტოუერში, მაგრამ შარშანდელმა თბილისმა, რუსთაველის საიუბილეო დღეებმა, ქართული ისტორიული ტრადიციის მემკვიდრეობამ დამარწმუნა, რომ ამ რელიკვიის ჭეშმარიტი ადგილი ქართული ხელოვნების მუზეუმია“, – წერდა მეცნიერი. ქართველები უილიამ ალენს სიყვარულით „დიდ ალენს“ ეძახდნენ. უილიამ ალენი გარდაიცვალა 1973 წლის 18 სექტემბერს. მას დარჩა მდიდარი ბიბლიოთეკა წიგნებისა და ხელნაწერებისა საქართველოს შესახებ, რომელიც შეისყიდა ინდიანას უნივერსიტეტმა და დღეს მისი ბიბლიოთეკის ნაწილია. წყარო: 1. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვისა, თბ., 2012.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |