The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


მორის ბრიერი

მორის ბრიერი
Date of birth:1 September, 1881
Date of death:11 March, 1960  (at 78 years)
Category:Mathematician, Kartvelologist

Biography

ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი მორის ბრიერი დაიბადა 1881 წლის 1 სექტემბერს. იგი 25 წელი, 1926-1951 წლებში, იყო ასურული (სირიული) ენის პროფესორი პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის ძველი აღმოსავლური ენების სკოლაში.

მორის ბრიერმა ქართული ენა შეისწავლა პარიზში, აღმოსავლური ცოცხალი ენების სკოლაში, სადაც 1926—1928 წლებში ისმენდა ნიკო მარის ლექციებს. მორის ბრიერმა ჩაიწერა ნიკო მარის ლექციები და დაამუშავა გამოსაცემად, რომელსაც რედაქცია გაუკეთა ნიკო მარმა. სახელმძღვანელო შედგება გრამატიკისგან, ქრესტომათიისა და ლექსიკონისგან. ქრესტომათიის ნაწილში გამოყენებული იყო იოსებ ყიფშიძის მიერ 1918 წელს პეტროგრადში გამოცემული "ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია", ხოლო ლექსიკონი მთლიანად ეკუთვნოდა ნიკო მარს. სახელმძღვანელო ძველი ქართულის მასალაზეა აგებული, მაგრამ შიგადაშიგ ახალ ქართულ ფორმებზეცაა საუბარი. მასში გრამატიკის საკითხები გაშუქებულია ნიკო მარის თვალსაზრისით, რომელიც ყოველთვის არ არის სწორი. მიუხედვად ამისა, სახელმძღვანელოს საპატიო ადგილი უჭირავს უცხო ენებზე გამოსულ ქართული ენის სახელმძღვანელოებს შორის. სწორედ ამ სახელმძღვანელოთი გახდა მორის ბრიერი ცნობილი ქართველ მეცნიერთა წრეში.

1936 წელს მორის ბრიერი ჩამოვიდა თბილისში და უნივერსიტეტში დაესწრო "ვეფხისტყაოსნის"  ახალი, საიუბილეო გამოცემის კომისიის სხდომას, რომელზეც განიხილეს პოემის რამდენიმე სტროფი.

მორის ბრიერს გამოცემული აქვს რამდენიმე ძველი ქართული ტექსტი. მათ შორის „შატბერდის კრებულიდან“ (1954). რობერტ პირპონტ ბლეიკის გარდაცვალების შემდეგ ბრიერმა განაგრძო მუშაობა ქართული ძველი აღთქმის გამოცემაზე — წინასწარმეტყველთა წიგნებზე, რომელიც გამოვიდა 1961 წელს, პარიზში.

მორის ბრიერი მონაწილეობდა რ. გრაფენის მიერ დაარსებულ ცნობილ სერიაში "Patrologia Orientalis" და ჟურნალში "Revue de l'Orient Chrétien", სადაც ის ბეჭდავდა ასურულ და ქართულ ტექსტებს ფრანგული ან ლათინური თარგმანებითურთ და კომენტარებით.

1959 წელს აკაკი შანიძემ მორის ბრიერს გაუგზავნა ახლად გამოსული "864 წლის სინური მრავალთავი", რის გამოც ის წერდა: "თქვენმა "მრავალთავმა" ამაოდ მძებნა პარიზში და ბოლოს ვერნონში მომაგნო, სადაც კლინიკაში ვწევარ. 1958 წლიდან ვავადმყოფობ და ვკურნალობ. როდესაც 70 წლის გავხდი, 1951 წელს, სამსახურიდან გადავდექი და პენსიაზე გავედი, მაგრამ ქართული ენის სწავლება პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში არ შეწყვეტილა. მას განაგრძობს ჩემი ძველი მოწაფე შარლ მერსიე. ვკითხულობ მ. თარხნიშვილის წერილებს ჟურნალ "Oriens Christianus"-ში და ი. იედლიჩკასას "Le Muséon"-ში და აღფრთოვანებული ვარ, როცა ვათვალიერებ გრძელ სიას ქართველი მეცნიერების ნაშრომებისას, რომლებიც ძველი ქართულის შესწავლისადმია მიძღვნილი".

1960 წლის 11 მარტს მორის ბრიერი გარდაიცვალა ქალაქ ვერნონში (საფრანგეთი)

წყარო:

1. შანიძე, აკაკი. პროფესორი მორის ბრიერი // ლიტერატურული საქართველო, 1960, 6 მაისი, №19, გვ. 3

2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, თბ., 1977, გვ. 522


Share: