Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ჰოვარდ არონსონი![]()
Biographyამერიკელი ენათმეცნიერი ჰოვარდ ისააკ არონსონი (ინგლ. Howard Isaac Aronson) დაიბადა 1936 წლის 5 მარტს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აბეს და ჟან არონსონები. 1956 ჰოვარდ არონსონმა დაამთავრა ილინოისის უნივერსიტეტი ბაკალავრის დიპლომით. 1958 წელს - ინდიანას უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით, ხოლო 1961 წელს ამავე უნივერსიტეტში სლავური ენათმეცნიერების დარგში მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჰოვარდ არონსონი 1961-9162 წლებში იყო სლავური ენებისა და ლიტერატურის ასისტენტ-პროფესორი ვისკონსინის უნივერსიტეტში; 1962-1965 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენათმეცნიერების ასისტენტ-პროფესორი; 1965-1973 წლებში სლავური ენების და ლიტერატურის და ლინგვისტიკის კათედრების ასოცირებული პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში; 1973 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი; 1972-1980 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1983-1991 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. მან ჩიკაგოს უნივერსიტეტში დააარსა ქართული ენის კათედრა, შემოიღო ქართული ენის სასწავლო კურსი. ჰოვარდ არონსონი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ენათმეცნიერი ჩრდილოეთ ამერიკაში ბალკანურ და კავკასიურ, განსაკუთრებით, ბულგარულ და ქართულ ენებში. იგი მუშაობდა, აგრეთვე, იდიშის ფოკუსირებული მეცნიერების რიგ სფეროებში. ის არამარტო იყო ნაყოფიერი მკვლევარი, ასევე ასწავლა და დიდი გავლენა მოახდინა ამ სფეროების მეცნიერთა რამდენიმე თაობაზე; მისი თაოსნობით ამ სფეროში ეწყობოდა კონფერენციები და გამოიცემოდა სამეცნიერო ლიტერატურა. ჰოვარდ არონსონი არის მრავალი სტატიის ავტორი ენათმეცნიერების დარგში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე; იკვლევს ძველსა და ახალ ქართულ ენას; 1982 წელს გამოსცა „ქართული ენის გრამატიკა“ - სახელმძღვანელო უცხოელ სტუდენტთათვის. 1999 წელს მან დოდონა კიზირიასთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელოს მეორე წიგნი (ქრესტომათია). აღსანიშნავია, რომ არონსონის გრამატიკა უცხოეთში ძალზედ პოპულარულია, პრაქტიკულად გამოყენებული. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |