Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ალფრედო დე ლა ტორე![]()
Biographyგუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარო არის ჩილელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ადვოკატი. მან მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად ხელი მოკიდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების გაცნობას. მას ეკუთვნის ნარკვევები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მწერლობის შესახებ. 1964 წელს ალფრედო დე ლა ტორემ სანტიაგო-დე-ჩილეში ესპანურ ენაზე გამოსცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი, რომლისთვისაც გამოიყენა მარჯორი უორდროპის ინგლისური თარგმანი. თარგმანს დართული აქვს ვრცელი ნარკვევი, რომელშიც ავტორი, თავის სხვა ნაშრომების მსგავსად, ავითარებს აზრს, რომ პოემა ემყარება ძველ ქართულ მდიდარ კულტურას და გამოხატავს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს. მისმა სტატიებმა ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზებას ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ქვეყნებში. თარგმანი შეიცავს 292 გვერდს. აღსანიშნავია, რომ გუსტავო დე ლა ტორემ ეს წიგნი მიუძღვნა თავის დედას დონა მარია ელვირა ბოტარო დე ლა ტორეს. გუსტავო დე ლა ტორეს მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ცოდნა იმდენად საფუძვლიანი აღმოჩნდა და ესპანური თარგმანი იმდენად ღირსეული, რომ ცნობილმა რუსთველოლოგმა ვიქტორ ნოზაძემ შესაძლებლად ჩათვალა თავისი ორი წიგნისთვის „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებზე გუსტავო დე ლა ტორესთვის დაეწერინებინა წინასიტყვაობა. გუსტავო დე ლა ტორეს პოემის გამოცემაში დაეხმარა ქართველი ემიგრანტი ავთანდილ მერაბიშვილი, რომელსაც არაერთი ქართველი მეცნიერის ნაშრომი აქვს გამოცემული. საბჭოთა პერიოდში ქართველი რუსთველოლოგებმა ვერ შეძლეს ბოტაროს ნათარგმნის მოპოვება. ქართული მეცნიერება ცნობილ ქართველ ფეხბურთელს მიხეილ მესხს უმადლის მის მოპოვებას. 1964 წელს ჩილეში გუსტავო დე ლა ტორე დასწრებია მის ერთ-ერთ თამაშს და საფეხბურთო მოედანზე გადაუცია „ვეფხისტყაოსნის“ ესპანური თარგმანი. მიხეილ მესხმა მისთვის ეს ძვირფასი საჩუქარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. 1966 წელს სანტიაგო-დე-ჩილეში ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, სადაც გუსტავო დე ლა ტორე ბოტარო მოხსენებით გამოვიდა. წყარო 1. ენციკლოპედია საქართველო, თბ. 2012, ტ. II, გვ. 370 2. ტორე ბოტარო, გუსტავო დე ლა. ერის სიამაყე // კომუნისტი, 1965, 27 ივნისი 3. შოთა რუსთაველის შემოქმედების შესახებ // კომუნისტი, 1965, 27 ივნისი 4. ჩანტლაძე-ბაქრაძე, გ. "ვეფხისტყაოსანი" ესპანურ და ბასკურ ენებზე // ლიტერატურული აჭარა, 2000, N6, გვ.75-77
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |