The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


სუდან ალთუნი

სუდან ალთუნი
დაბადების თარიღი:1985  (40 წლის)
კატეგორია:ქართველოლოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

    სუდან ალთუნი (თურქ. Sudan Altun) დაიბადა 1985 წელს თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და ლიცეუმი ინგლისური და გერმანული ენების განხრით, ხოლო 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

    2015 წლიდან სუდან ალთუნი სწავლობდა საქართველოში, სოხუმის უნივერისტეტის მაგისტრატურაში კულტურათაშორისი კომუნიკაციების განყოფილებიაზე. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო „ქართულ-თურქული კულტურათაშორისი ურთიერთობები“. ამავე უნივერსტიტეში 2018 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „მეოცე საუკუნის თურქულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები და აჰმეთ მითჰათ ეფენდის შემოქმედება“.

   სუდან ალთუნი წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მუშაობს ყარსის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.; მონაწილეობს თურქეთისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

      სუდან ალთუნს ეკუთვნის სტატიები:

1. ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში (2016);

2. 14 აპრილს საქართველოს დედაენის დღის გმირები (2017);

3. ქართული მასპინძლება და თამადობის კულტურა (2017);

4. ქართული ენის შესახებ (2018);

5. თურქულ-ტრადიციების შედარებითი ანალიზი (ანოტაცია) (2018).

წყარო:

1. ჟ. ფეიქრიშვილი, ი. ვაშაკიძე. მასალები საქართველოს ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018


გააზიარე: