შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
გულ მუქერრემ ოზთურქი![]()
ბიოგრაფიათურქი ქართველოლოგი და მთარგმნელი გულ მუქერრემ სეზგინი-ოზთურქი დაიბადა 1987 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ქალაქ საფირანბოლუში (ქარაბუქი). 2005 წელს ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, ხოლო 2006 წლიდან დაიწყო სტუდენტების მიღება. 2006-2010 წლებში გულ მუქერრემ ოზთურქი სწავლობდა თურქეთის ყარსის კავკასიის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე, რომლის პირველი კურდამთავრებული იყო. ვინაიდან თურქეთში არ არსებობდა ქართული ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამა, გულ მუქერრემ ოზთურქმა 2010 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ლიტერატურის სპეციალობით და 2012 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა თურქულენოვან სივრცეში“. 2012-2016 წლებში გ. მ. ოზთურქი სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში ქართული ფილოლოგიის განხრით. 2017 წელს აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტბელ აბუსერისძის ორჰან ქემალის ქართული თარგმანები ("უბედური შემთხვევა", "ქალბატონის მამული", "უცხო ქალი")“. 2017 წლიდან გ. მ. ოზთურქი ცხოვრობს ქალაქ რიზეში და მუშაობს რიზეს რეჯეფ თაიფ ერდორანის უნივერისტტეში. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ასისტენტი, 2018 წლიდან კი არის ასისტენტ პროფესორი და ამავე განყოფილების ხელმძღვანელი. 2021 წლიდან საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ასოცირებული პროფესორია. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. გულ მუქერრემ ოზთურქს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. ის საქართველოს თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. ამ სიყვარულმა განაპირობა ისიც, რომ მან თავისი ცხოვრება დაუკავშირა თურქეთში მცხოვრებ წარმოშობით ქართველს. მისი მეუღლე ართვინიდან, ბორჩხადანაა, გვარად ხაბაზი. მან დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. მისი წინაპრები თურქეთში ქუთაისიდან გადასახლებულან. მათ ოჯახში სასაუბრო ენა ქართულია. გ. მ. ოზთურქის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიას, ლიტერატურათმცოდნეობას და ტექსტოლოგიას, დაინტერესებულია მთარგმნელობითი საქმიანობითაც, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორი. მათ შორისაა: 1. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ტყისკაცის“ შედარებითი ანალიზი თურქულ ენაზე (2021); 2. ორჰან ჰანჩერლი ოღლუს რომანის „ალი“ ქართული თარგმანის გამოკვლევა გედეონტურიის მიზანმიმართული თარგმანის თეორიის ფარგლებში (2021); 3. კვლევა ზოგიერთი ქართული იდიომის თურქული ეკვივალენტების შესახებ”; 4. ზოგიერთი თურქულის პეციფიკური იდიომის ქართულად თარგმნის პრობლემები (ფეხსაცმელთან დაკავშირებული ფრაზების შესახებ) (2021); 5. ორჰან ქემალის ნოველა "Hanım Çiftliği" ("ქალბატონის მამული") ქართული თარგმანის შესახებ (2020); 6. ქართველი ავტორის აკაკი წერეთლის ისტორიული მოთხრობის „ბაში აჩუკის“ ორი თურქული თარგმანის შედარებითი ანალიზი (2019); 7. მიზანზე ორიენტირებული მიდგომა თარგმანში: საბაჰათინ ალის რომანის „მადონა ბეწვის ქურთუკში“ ქართულ თარგმანზე”(2019); 8. თურქული სიტყვებისა და გამოთქმების ანალიზი მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ლამბალო და ყაშა“(2019); 9. თურქული ფოლკლორის მაგალითი: ნიკო მარის დღიურები (2019); 10. ორჰან ქემალიდა (უცხო ქალი) ქართულად“ თურქულ-ქართული მთარგმნელობითი შედარებითი კვლევა” (2017); 11. იუნუსემრე თურქულ ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ფარგლებში (2021); 12. ქართველი პოეტის ფრიდონ ხალვაშისპოეზიის თარგმანების შეფასება ქართულიდან თურქულზე ადეკვატურობისა და დასაშვებობის თვალსაზრისით.” (2019); 12. ხარისხის პრობლემა პოეზიის თარგმანებში თურქულიდან ქართულად: ნაზიმ ჰიქმეტის ლექსები (2019); 13. თურქული ფოლკლორის მაგალითი: ნიკო მარის დღიურები (2018); 14. ხალხური დიალექტის გამოყენება ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურულ ტექსტებში (2020); 15. მიხეილ ჯავახიშვილის „უდანაშაულო აბდულას“ სიტყვები და გამოთქმები თურქულ თარგმანში (2020); 16. იაკობ გოგებაშვილისა და მთარგმნელობითი შემსწავლელი აპლიკაციების კუთხით, "იავნანამ რა ჰქმნა?" მისი მოთხრობის თურქული თარგმანების ანალიზი (2019); 17. თარგმანის სტრატეგიები კულტურულ ტრანსფერში: იდიომების შედარებითი ანალიზი მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ჩანჩურა“ თურქულ თარგმანში (2019); 18. ენთუზიაზმი პოეზია XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (აკაკი წერეთლი სლიტერატურული მხარე) (2018); 19. თარგმანი ქართულიდან თურქულად: მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა" (2017); 20. ქართულილიტერატურისთურქიმთარგმნელებიდამკვლევრები (2017); 21. ენობრივი თამაშების კვლევა ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის რომანის „მოგზაურის ნაწერების“ თურქულ თარგმანში (2017); 22. ციტირებული სიტყვების კვლევა ქართულში (2015); 23. თურქულ-ქართულილიტერატურულიურთიერთობისანალიზიისტორიიდანდღემდე (2015); 24. ორჰან ქემალის რომანის ქართულ თარგმანებში სქოლიოებისა და ლექსიკის შედარება (2015); 25. მე-19 საუკუნის თურქულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთქმედების პროცესი (2015) და სხვ. წიგნები: 1. გარდამავალი პერიოდი ქართულ ტერატურაში (1890-1910 წწ.) XIX საუკუნისა და XX საუკუნის გზაჯვარედინების ანარეკლები ანარეკლები ქართულლიტერატურაზე (2020); 2. ორჰან ქემალის რომანების ( “უბედური შემთხვევა“, ქალბატონის მამული“, “უცხო ქალი“) ქართული თარგმანები (2019); 3. იავნანამ რა ჰქმნა? (2016); 4. ბაში აჩუკი - Tarihi Hikaye (2014); 5. ქართული ლიტერატურის მიმოხილვა საბჭოთა ეპოქაში (2019) და სხვ. წყარო 1. "ბაში-აჩუკი" ქართული თარგმანის პრეზენტაცია https://www.ghn.ge/news/146218 2. ფეიქრიშვილი ჟ., ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან, წ. 2, თბ., 2018 3. მასალა მოგვაწოდა გულ მუქერრემ ოზთურქმა
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |