The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


მუზაფერ ქირი

მუზაფერ ქირი
Date of birth:1976  (49 years)
Category:Philologist, Kartvelologist

Biography

    თურქი ქართველოლოგი მუზაფერ ქირი დაიბადა 1976 წელს ქალაქ სამსუნგში. 1995-2001 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა საქართველოში და 2003 წელს დაიწყო მუშაობა თურქული ენის მასწავლებლად. პარალელურად შეუდგა მზადებას დოქტურანტურისთვის ქართული ლიტერატურის განხრით.

   მუზაფერ ქირმა ქუთაისის უნივერსიტეტში დაამთავრა დოქტურანტურა და 2010 წელს პროფ. ა. ნიკოლეიშვილისა და პროფ. ც. აბულაძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნოდარ დუმბაძის რომანი „მე ვხედავ მზეს“ თურქულად“.

     მუზაფერ ქირი საქართველოს მოქალაქეა. ცხოვრობს თბილისში. მუშაობს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის ასოცირებული პროფესორი. წლების მანძილზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. იგი იყო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში; უნივერსიტეტის ენათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი და თურქული ენის კოორდინატორი; უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ასევე, უცხოელ სტუდენტებს სადოქტორი პროგრამით ასწავლის ქართულ ენას.

     მუზაფერ ქირი არის პირველი თურქი ეროვნების ქართველოლოგი ქართული ლიტერატურის დარგში. იგი იკვლევს ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობისა და ქართული ფოკლორის საკითხებს; მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და რესპუბლიკური კონფერენციების მუშაობაში. მას ეკუთვნის წიგნები:

  1. ლიტერატურულ-კულტურული პროცესები საქართველოში XX საუკუნის I ნახევარში, თბილისი, 2014;
  2. XX საუკუნის ქართული ლიტერატურის მიმოხილვა (თურქეთი), 2016, თანაავტორი - პროფ. ა. ნიკოლეიშვილი;
  3. ბიბლიოგრაფია საქართველოს შესახებ თურქეთში, 2017.

      სტატიები:

  1. ნოდარ დუმბაძის ნოველის „ძაღლის“ თურქულ თარგმანში ეროვნული (ქართული) მოტივების შეპირისპირებითი ანალიზი დედანთან (2013);
  2. ირონია და იუმორი ჰალდუნ თანერის ნოველების („აწვიმდა შიშჰანეს", "თორმეტს აკლია ერთი წუთი“, „ორი მეზობელი“, „დურბინდი“) ქართული თარგმანის შესახებ (2013);
  3. ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების ასახვა ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის რომანში "ელგუჯა“ (2014);
  4. აკვანში ნიშნობის ტრადიცია ქართულ ფოლკლორში (2016) და ა. შ.

    მუზაფერ ქირი განსაკუთრებით დაინტერესებულია ქართული ფოლკლორის საკითხებით, ქართული ზღაპრებით. ამიტომაც დაიწყო საქართველოში პოპულარული ზოგიერთი მათგანის თარგმნა თურქულად, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს თურქი ბავშვებისთვისაც.


Share: