The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფარნა-ბექა ჩილაშვილი

ფარნა-ბექა ჩილაშვილი
ოფიციალური სახელი:ფაჰრედინ ჩილოღლუ
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მკვლევარი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

      თურქი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, მკვლევარი ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ) დაიბადა 1956 წლის 5 ოქტომბერს თურქეთში, ორდეს პროვინციაში, ქართულ სოფელ აქბაბაში, სადაც მისი წინაპრები XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში ზემო აჭარიდან, მაჭახელადან.

       ფარნა ჩილაშვილმა 1980 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი

       მწერლის მდიდარი შემოქმედების მთავარი თემაა საქართველო, ქართველი ხალხის წარსული, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილი ადამიანების განცდები. იგი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება თანამემამულეთა ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, ქართველი და თურქი ხალხების კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას.  მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად ენციკლოპედიის გამომცემლობის სფეროში და იყო გამომცემლობა "ისტიკლალის" მთავარი რედაქტორი. მისი სტატიები ქართულ კულტურაზე დაიბეჭდა მრავალ ჟურნალ-გაზეთში. 

     ფ. ჩილაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო და მისი ლექსები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Insancıl და Adam Sanat. შემდეგ დაიწყო მოთხრობების წერა. მისი მოთხრობები გამოქვეყნდა ჟურნალებში Adam Öykü, Kitap-lık და Öyküler.

      ფ. ჩილაშვილი იყო 1998 წელს ოლე ჰოირისისა და სეფა მარტინ იურეკელის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „კონფლიქტები და გადაწყვეტილებები კავკასიაში“ ერთ-ერთი ავტორი.

მას შემდეგ იგი ნაყოფიერად მოღვაწეობდა კულტურის სხვადასხვა სფეროში. 

       თავდაპირველად, თავისი ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს ძირითადად თურქულად, თუმცა აქვს ქართულად დაწერილი მოთხრობები და ლექსებიც.

    დღეს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში ფართოდ არის ცნობილი ფ. ჩილაშვილის თურქულ და ქართულ ენებზე დაწერილი წიგნები, თემატურად მრავალფეროვანი კრებულები.

   2004 წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი.

     გამომცემლობაარტანუჯმა2006 წელს ქართულ ენაზე გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „სასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებულისანამ თოვს, რომელიც 2012 ელს გამიცა. 2014 წელს გამოიცა პუბლიცისტური წერილების კრებული, „ერთი წვეთი ლიმონი“ , რომელშიც შესული წერილები 2003-2009 წლებში დაწერილი სხვადასხვა პერიოდული გამოცემისათვის. ერთი მხრივ, საქართველოდან დანახული თურქეთში მცხოვრები ქართველების ეთნიკური თვითშეფასება, ქართული ენა, ყოფა, მეორე მხრივ კითურქეთიდან შეფასებული ქართული რეალობა... ეს არის მთავარი გარემოება, რაც ფარნა ჩილაშვილის პუბლიცისტურ ნააზრევს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. წერილები, რომლებიც თავის დროზე თურქულენოვანი მკითხველისათვის დაიწერა, ამ წიგნის გამოცემით ხელმისაწვდომი გახდა  ქართველი საზოგადოებისთვისაც.

    2008 წელს ფაჰრეთინ ჩილოღლუმ იაკობ გოგებაშვილის 'დედა ენის" მიხედვით მოამზადა წიგნი სახელწოდებით Deda Ena, რათა თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული წიგნიერება ესწავლებინა.

    2012 წელს ფ. ჩილაშვილმა გამოსცა თურქულ და ქართულ ენაზე მოთხრობების კრებული სახელწოდებით "სანამ თოვს".

    2016 წელს მის მიერ თურქულ ენაზე დაწერილი საბავშვო წიგნი "ნამცეცა" ითარგმნა ქართულად და გამოიცა.

    თავად მწერლი ასე გადმოგვცემს საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას:   

    „ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე". 

     ფ. ჩილაშვილი ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობისაც. იგი სისტემატურად აქვეყნებს ქართული კლასიკური მწერლობისა და თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, ასევე ისტორიულ თხზულებებს. მათ შორისაა: მ. ჯავახიშვილის „კავჭი კვაჭანტირაძე“, ო. ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ნ. დუმბაძის „მზიანი რამე“, ე. ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ნ. გელაშვილის „მე ის ვარ“, დ. ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, „ქართული პოეზიის პატარა ანთოლოგია“, „თანხმოვან ასო-ბგერათა ანთოლოგია“ და სხვ.

    ფ. ჩილაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრება მოიცავს სამეცნიერო ნაშრომებსაც. კერძოდ:

   1993 წელს სტამბოლში თურქულ ენაზე დაიბეჭდა მისი მონოგრაფია „ქართველთა ისტორია“, რომელშიც მკითხველს პოპულარული ენით აწვდის დიდძალ ინფორმაციას საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.  წიგნის იმ თავში, რომელსაც „თურქეთის ქართველები“ ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია.

    ფ. ჩილაშვილმა მოიპოვა და ძველი თურქულიდან თანამედროვე თურქულზე თარგმნა 1893 წელს სტამბოლში დაბეჭდილი წიგნი „ქართული სოფლები“, რომელშიც მოთხრობილია შავიზღვისპირეთში ქართველ მუჰაჯირთა განსახლების შესახებ. წიგნი გამოიცა 2002 წელს.

     ფ. ჩილაშვილმა თურქულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ ლანგის წიგნი „ქართველები“.

     ფ. ჩილაშვილი ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას:

  1. იყო ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი;
  2. 1993 წელს იყო  ჟურნალ „ჩვენებურების“ განახლებული გამოცემის რედაქტორი;
  3. 1997 წელს დაიწყო ჟურნალ “მამულის” გამოცემა. ამ ჟურნალმა გააგრძელა „ჩვენებურის“ ძირითადი ხაზი — რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ;
  4. 2007-2010 წლებში იყო თურქეთში მის მიერვე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალის, "ფიროსმანის" მთავარი რედაქტორი

წყარო:

1. ფეიქრიშვილი, ჟ. ვასაკიძე, ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018

3. https://1000kitap.com/yazar/fahrettin-ciloglu

4. https://tr.wikipedia.org/wiki/Fahrettin_%C3%87ilo%C4%9Flu

5. https://az.wikipedia.org/wiki/Fahrettin_%C3%87ilo%C4%9Flu


გააზიარე: