The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


თომას ვიერი

თომას ვიერი
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1979  (46 წლის)
კატეგორია:ლინგვისტი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

      ამერიკელი ლინგვისტი, კავკასიოლოგი თომას ვიერი დაიბადა 1979 წლის 26 თებერვალს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში.

     1997-2001 წლებში თომას ვიერი სწავლობდა ოსტინის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამმაგი სპეციალობით ლინგვისტიკაში, ისტორიასა და ძველ ისტორიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ჩიკაგოს უნივერსიტეტში, რომელიც პატარა ენების სწავლების მხრივ ძალიან ძლიერია.  პატრა ენებს შორის მან სასწავლებლად აირჩია ქართული ენა, რადგან ცნობილი ამერიკელი ქართველოლოგი, პროფესორი ჰოვარდ არონსონი, ერთ წელიწადში, პენსიაზე უნდა გასულიყო და ეს ვიერისთვის ბოლო შანსი იყო, მასთან ქართულის შესასწავლად.

      1999 წლის ივნის-აგვისტოში თომას ვიერი სწავლობდა ტაოსში ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის გერმანულ საზაფხულო სკოლაში.

      2011 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში დისერტაციით „ქართული მორფოსინტაქსი და მხატვრული იერარქია ბუნებრივ ენაში.“

     მისი ნაშრომი, რომელიც გამოსცა ოკლაჰომას უნივერსიტეტმა 2018 წელს,  ფოკუსირებულია კავკასიისა და მშობლიური ჩრდილოეთ ამერიკის ენების, კერძოდ, ტონკავას, პოლისინთეზური ენების თეორიასა და ტიპოლოგიაზე.  მან ასევე ჩაატარა საველე სამუშაოები სვანურ, არამეულ და უდიურ ენებზე. თბილისში ყოფნისას გაიარა სამთვიანი კურსები ქისტურ ენაში.

      თომას ვიერი ცხოვრობს თბილისში. ის არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ასისტენტ-პროფესორი. მისი დისერტაცია ეხება ქართული ენის სტრუქტურას, რომელსაც იგი ურთულეს ენათა ჯგუფს აკუთვნებს. ვიერის თქმით, „ქართული ენა ძალიან უცნაურია და სხვა ენებს ბევრი კომპონენტით არ ჰგავს .


გააზიარე: