The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


გეორგ როზენი

გეორგ როზენი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1821
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1891  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. დეტმოლდი, გერმანია
კატეგორია:აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი

ბიოგრაფია

     გერმანელი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, დიპლომატი გეორგ როზენი (გერმ. Georg Rosen) დაიბადა 1821 წლის 21 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დეტმოლდში . მისი მეუღლე იყო სერენა ანა მოშელესი (1830–1902), კომპოზიტორ იგნაზ მოშელესის ერთადერთი ქალიშვილი. შვილები იყვნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრიდრიხ როზენი და მხატვარი იოლკა როზენი.

     1843-1844 წლებში პრუსიის მთავრობამ გეორგ როზენი კოხთან ერთად აღმოსავლეთში გაგზავნა, რომლის ყურადღებაც მან თავისი თზხულებით „სპარსული ენის რუდიმენტა“ (ლაიფციგი, 1843) მიიპყრო.

    მოგვიანებით როზენმა სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობა დაიკავა.

    კავკასიური ენების შესასწავლადაც მეცნიერმა ექსპედიციები მოაწყო ოსეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და აფხაზურში. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი მონოგრაფია, რომელთაგან ერთი ზანური ენის ჭანურ დიალექტს მიეძღვნა (Uder die Sprache der Lazen) და 1844 წელს გამოიცა. ეს იყო ჭანური დიალექტის პირველი კვლევა. ორი წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა ოსური ენის გრამატიკა, რომელშიც ცალკე იყო წარმოდგენილი სვანური, მეგრული და აფხაზური ენის გრამატიკული თავისებურებები (Ossetische Sprachlehre nebst einer Abhandlung uder das Mingrelische, Suanische und Abchasische von Dr. Georg Rosen).  ამ ნაშრომში პირველად იქნა შესწავლილი აბხაზური ენა ენობრივი თვალსაზრისით. იგი გვაწვდის ზოგიერთ მოსაზრებას აბხაზური ენის ბგერით ასპექტთან დაკავშირებით და სწორად აღნიშნავს არსებით სახელებში ბრუნვის არარსებობას. ისინი ხაზს უსვამენ მრავლობითობის, კუთვნილების და ზოგადობის მაჩვენებლებს, ხოლო ზმნებში - ქვემდებარე f და ობიექტ f ინდიკატორებს, ასევე დროებს. როზენს შეიძლება ვუწოდოთ პიონერი ქართული ენის დიალექტების შესწავლაში. ჭანურ-ლაზური დიალექტის მეგრულთან სიახლოვის აღნიშვნით, ის მათ ერთი და იმავე ენის დიალექტებად მიიჩნევს. გრამატიკული ინფორმაციის გარდა, როზენი დეტალურად აღწერს შესწავლილი ენების გავრცელების არეალს, ასევე ამ ენებზე მოლაპარაკეთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ზოგიერთ ასპექტს.

     როზენის შრომებში მეგრულ-ჭანურის, სვანურის, აფხაზურისა და ოსურის გრამატიკული სისტემა, მიუხედავად მასალის უკმარისობისა და სირთულისა, პირველად იქცა მეცნიერული ანალიზის საგნად და ამ უმწერლო ენათა გრამატიკა სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

      გეორგ როზენი გარდაიცვალა 1891 წლის 29 ოქტომბერს მშობლიურ ქალაქ დეტმოლდში.

წყარო

ჩიქობავა, არნოლდ. შრომები, ტ. XIII, თბ., 2018

Von Dr. Georg Rosen http://apsnyteka.org/3203-Ossetische_Sprachlehre_1846_nem.html

Розен, Георг https://ru.wikipedia.org/wiki/


გააზიარე: