The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ჟიულ მურიე

ჟიულ მურიე
Date of birth:1846  (180 years)
Date of death:19?
Category:Publicist, Journalist

Biography

          ფრანგი პუბლიცისტი, გამომცემელი, მოგზაური; პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ჟიულ მურიე (ფრანგ. Jules Mourier) დაიბადა 1846 წელს.

         ჟიულ მურიე კავკასიაში 1879 წელს ჩამოვიდა და ხანგრძლივად იცხოვრა თბილისსა და ზუგდიდში. ის ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა ჯერ თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძის, შემდეგ ზუგდიდში ნიკო დადიანის ოჯახში. ამ პერიოდში დაინტერესდა კავკასიის ხალხების კულტურით. 1884 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო კავკასიის სიძველეების კვლევის მინდობილობა. კავკასიაში დაბრუნებული მურიე ბევრს მოგზაურობდა, რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ატარებდა არქეოლოგიურ კვლევებს და აგროვებდა სიძველეების აღწერილობებს. თავისი კოლექცია მურიემ საფრანგეთში გააგზავნა და პარიზში, ტროკადეროს ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდა.

        ამ პერიოდში მურიემ გამოაქვეყნა ორიგინალური ნაშრომები: „ხელოვნება კავკასიაში“ (1883), „სამეგრელო (ძველი კოლხიდა)“ (1883), „ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა და სომხური ხელნაწერები“ (1885), „შოთა რუსთაველი“ (1886), „სამრეწველო ხელოვნებანი კავკასიაში“ (1886), „რელიგიური ხელოვნება კავკასიაში“ (1887), „ბათუმი და ჭოროხის აუზი“ (1887), „კავკასიური ზღაპრები და ლეგენდები“ (1888) და სხვ., თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის არაკები (1885), თათარხან დადეშქელიანის „შუა საუკუნეების ქართული არმია“ (1886), სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორია“ (1886). თბილისში გამოსცემდა საქართველოს პრესის ისტორიაში პირველ ფრანგულენოვან ჟურნალებს: La Revue Commerciale et Industrielle du Caucase („კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო ჟურნალი“; 1887-1888), Le Caucase Illustré („ილუსტრირებული კავკასია“; 1889-1892, 1899-1902). ჟურნალის დანიშნულებას წარმოადგენდა ფრანგულენოვანი მკითხველისთვის (როგორც თბილისში, ისე რუსეთის იმპერიის ცენტრებსა და ევროპაში) კავკასიის ხალხების ისტორიის, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, ყოფის, კავკასიიის ფლორისა და ფაუნის, ადგილობრივი მრეწველობის გაცნობა. ჟურნალში ასევე იბეჭდებოდა კავკასიური ფოლკლორის და ლიტერატურის ნიმუშების ფრანგული თარგმანები. მურიე ჟურნალის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახავდა კავკასიის ხალხების ხელოვნების ევროპელი მკითხველისთვის გაცნობას. საგულისხმოა, რომ ჟურნალი იმ დროისთვის მაღალ პოლიგრაფიულ დონზე იბეჭდებოდა და ის უხვად იყო დასურათებული. ჟურნალი, თავისი ხასიათით, აპოლიტიკური

იყო - საერთოდ ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი იმდროინდელ კავკასიაში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემები. ჟურნალის ამგვარი ხასიათი განაპირობებდა მის გამოცემის დაშვებას რუსეთის იმპერიის ცენზურის მიერ.

         ჯიულ მურიე არტურ და ბერტა ზუტნერებთან ერთად ეხმარებოდა იონა მეუნარგიას “ვეფხისტყაოსნის” ფრანგულად თარგმნაში, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, გამოიყენა უნგრელმა მხავარმა მიხაი ზიმიმ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებისას და კონსტანტინე ბალმონტმა რუსთაველის პოემის რუსულად სათარგმნელად.

         ჯიულ მურიე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ქართულ თეატრალურ ცხოვრებას და ასახავდა კიდეც მას ჟურნალ “ლე კოკაზ ილუსტრიეს” ფურცლებზე. მურიე ბევრს ბეჭდავდა ქართველი მსახიობების ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვის, ლადო მესხიშვილის, კოტე მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის და სხვათა პორტრეტებს და საუბრობდა მათ ოსტატობაზე. თუმცა იგი დასისი ნაკლოვანებებზეც ამახვილებდა ყურადღეას, არკვევდა მიზეზებს და მათი გამოსწორების გზებზე მიუთითებდა.

       მურიეს მიმართ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ აფასებდნენ მის ღვაწლს ქართული კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, მეორე მხრივ სწყინდათ, რომ სათანადოდ არ აფასებდა რუსთაველის პოემას და ერთ-ერთ წერილში (1884) სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა ქართველებს შორის განათლების გავრცელების პერსპექტივებთან დაკავშირებით. არტემ ახნაზაროვის გადმოცემით, „ივერიაში“ საპასუხო კრიტიკული წერილით გაღიზიანებული მურიე საყვედურის სათქმელად რედაქციაში მისულა, ილია ჭავჭავაძეს ურთიერთობის გასარკვევად დუელი შეუთავაზებია, რაზეც მურიე არ დათანხმებულა. აკაკი წერეთელმა მის გასაქილიკებლად ლექსი „პატარა მურია“ დაწერა. მიუხედავად ამისა, მურიემ თავის შემდგომდროინდელ გამოცემებში გულთბილი წერილები უძღვნა ილიას და აკაკის.

        1904 წელს ჟიული მურიე საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო

  1. ბრეგაძე ლ. ჟიულ მურიე https://nateba.webbreeze.net/biographies/245-murie
  2. ბრეგაძე ლ. მოგზაურობა “ლე კოკაზ ილიუსტრეს” ფურცლებზე, თბ., 2013

იამანიძე მ. ჟ. მურიეს მოღვაწეობა საქართველოში. -  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1989. - № 4. - გვ. 


Share: