| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ფრიდრიხ მიულერი![]()
Biographyავსტრიელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი ფრიდრიხ მიულერი (გერმ. Friedrich Műller) დაიბადა 1834 წლის 5 მარტს, ავსტრიაში, ქ. იემნიკში (ახლანდელი იემნიცე, ჩეხეთი), ქიმიკოსის და გოგირდის ფირმის ხელმძღვანელის ოჯახში. 1853-1857 წლებში სწავლობდა გეტინგენისა და ვენის უნივერსიტეტებში. 1858 წლიდან 1866 წლამდე იყო ვენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი, სადაც 1860 წელს დაინიშნა ასოცირებულ პროფესორად. 1869 წელს გახდა შედარებითი ლინგვისტიკისა და სანსკრიტის არაორდინალური და რიგითი პროფესორი. მან ჩაატარა კვლევა ლინგვისტურ ეთნოგრაფიის მიმართულებით. იგი ცდილობდა მონათესავე ენათა ოჯახების კლასიფიკაცია ანთროპოლოგიური ნიშნების მიხედვით დაეკავშირებინა ხალხთა კლასიფიკაციასთან. მიულერი უაღრესად მრავალმხრივი ლინგვისტი იყო, რომელიც ხუთივე კონტინენტის ენებზე აქვეყნებდა ნაშრომებს, უძველეს და უახლეს ინდოარიულ ენებზე, ასევე სემიტურ იდიომებზე, ალტაურ და კავკასიურ ენებზე, ავსტრალიის, ავსტრონეზიისა და ამერიკის ენებზე და, განსაკუთრებით, აფრიკის რიგ ენებზე. სტუდენტობის დროიდანვე ის მრავალ ენას დამოუკიდებლად სწავლობდა; შემდგომ წლებში ძირითადად მისიონერებისა და სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილე ადამიანების მიერ შეგროვებული მასალების საფუძველზე სწავლობდა. მიულერის მიერ დაწერილ მრავალ წიგნს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლინგვისტიკის მოკლე მიმოხილვა“ (1876–88). წიგნში მოცემულია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენების დეტალური მაგალითები. მეცნიერი ცდილობს აჩვენოს სხვადასხვა ენას შორის გენეტიკური ურთიერთობები. მიულერი და მისი დროის სხვა ტიპოლოგები კლასიფიკაციის დასადგენად იყენებდნენ ისეთ არალინგვისტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა თმის ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები საკმაოდ გამარტივებული და, სავარაუდოდ, რასისტული იყო უფრო თანამედროვე ტიპოლოგიურ მეთოდებთან შედარებით, მიულერის „მწვანე წიგნმა“ საფუძველი და მონაცემების სიმდიდრე მისცა შემდგომ პერიოდში მოღვაწე ლინგვისტებს. მიულერი იკვლევდა იბერიულ-კავკასიურ ენებსა და ხალხებს. 1864 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ კავკასიური ენები არ ენათესავება არც ინდოგერმანულ, არც ურალურ-ალთაურ ენებს, რომ ბასკურის მსგავსად ისინი გადმონაშთია ადრე არსებული ბევრად დიდი ენათა ჯგუფისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მეცნიერი მიუთითებდა აღმოსავლეთის და დასავლეთის იბერების ენათა კავშირურთიერთობაზეც. იგი აღნიშნავს, რომ კავკასიური ენები ამ მიწა-წყალზე არსებობდა უფრო ადრე, ვიდრე აქ გავრცელდა ინდოევროპული, სემიტური და ურალურ-ალთაური ენები. საინტერესო დასკვნებია წარმოდგენილი მის ნაშრომებში: “ქართული ზმნის უღლების შესახებ”(1869), “ქართული შრიფტების წარმომავლობის შესახებ” (1897), “კავკასიურ ენათა ადგლი ენათმეცნიერებაში” (1864) და სხვ. მიულერი კავკასიურ ენებს ყოფს ორ ჯგუფად: 1. ჩრდილო-კავკასიური აფხაზური, ხუნძური, ლაკური, არჩიბული, ჰიურკანული, ლეზგიური, უდურიბაცბური და სხვ.); 2. სამხრეთ-კავკასიური (ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური). ფრიდრიხ მიულერი სამხრეთ-კავკასიურ ენებს ოჯახად თვლის, ხოლო ჩრდილო-კავკასიურს - არა. სამხრეთ-კავკასიური ენები ისეთ დიდ სიახლოვეს ამჟღავნებენ, რომ ისინი შეიძლება ერთი ენის დიალექტებად მიგვეჩნიაო - წერს ფრ. მიულერი, - ჩრდილო-კავკასიური ენები კი ერთმანეთთან ისეთ სუსტ ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფებიან, რომ ზერელედ განხილვისას თითქმის ყველა ენა შეიძლებოდა თავისთავადს ინდივიდუუმად ჩაგვეთვალაო. უფრო ზუსტად თუ გავსინჯავთ, რიგ მომენტში კავშირს ვიპოვითო. დასკვნის სახით მეცნიერი დასძენს, რომ ამ ორი ჯგუფის ენათა შედარებისას იგი გარკვევით ჩამოყალიბებულ შეხედულებას ვერ წარმოადგენს, რადგან მისი აზრით, ორივე ჯგუფის ენათა ნათესაობის შესახებ იმდენივე საბუთი შეიძლება იქნეს მოყვანილი, რამდენიც იმის შესახებ, რომ მონათესავე არ არიანო. ფრიდრიხ მიულერი გარდაიცვალა 1898 წლის 27 მაისს ვენაში. წყარო:
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

