შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არკადი ფილიპეს ძე გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ წესში (ამბროლაურის რაიონი). 1918 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), სადისერტაციო შრომა - ”ნევროტულ მოშლილობათა ტოპოლოგია ნევროზების კლინიკაში” (1939). პროფესორი (1941). 1931-1936წწ. იყო თბილისის ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი; 1934-1954წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრას; იკვლევდა ბავშვთა ფსიქიატრიის საკითხებს, ნერვოზებს, ფუნქციურ ნერვულ დაავადებებს; შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რომელიც "გოცირიძის სიმპტომის" სახელითაა შესული ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაში; მისი სახელი აქვს მინიჭებული თბილისის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერსა და მის კოჯრის სტაციონარს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |