The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით იულონის ძე ვარხანია

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1938  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ნაქალაქევში (ცხაკაიას რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რენტგენოლოგი. პროფ. მ. ი. ნემიონოვის მოწაფე. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სახალხო კომიასრიატის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების და კადრების სამმართველოს უფროსი. სენაკის მაზრაში დაარსა პირველი რენტგენის კაბინეტი, მისივე ინიციატივით მოხდა ფიზიოთერაპიული კაბინეტის გახსნა, სოფელ ნაქალაქევში აშენდა და გაიხსნა საავადმყოფო, დაარსდა კურორტი მენჯი. პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1930 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების გამო, ბრალად ედებოდა რომ ეკუთვნოდა მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციას. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. სხდომის თარიღი: 01/29/1938, დახვრეტის თარიღი: 01/31/1938