The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



შალვა რუბენის ძე თოფურია

Date of birth:1904
Date of death:1970  (at 66 years)
Category:Surgeon

Biography

დაიბადა სოფელ დაფნარში (სამტრედიის რაიონი). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აკად. გრ. მუხაძის მოწაფე. პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები ძუძუმწოვართა ძვლის ტვინის ექსპერიმენტული ერითროპოეზის შესახებ” (1939), საკანდიდატო დისერტაცია - ”საქართველოს მთიანი რაიონების ჩიყვის ჰისტოპათოლოგიისათვის” (1937). სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელი, გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა ქართული სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.