The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მიხეილ ივანეს ძე კოკოჩაშვილი

მიხეილ ივანეს ძე კოკოჩაშვილი
Date of birth:25 February, 1901
Date of death:7 September, 1964  (at 63 years)
Category:Pediatrist, Surgeon

Biography

დაიბადა ქ. ქუთაისში.

1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

აკად. გრ. მუხაძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ავერტინი, როგორც ნარკოზული ნივთიერება” (1935). პროფესორი (1936), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის და ორთოპედიის კათედრის გამგე, ბავშვთა ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ბავშვთა ქირურგიაში. მ. კოკოჩაშვილი იკვლევდა ბაშვთა ასაკის ქირურგიას, ტრავმატიზმს, უროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების საკითხებს, განსაკუთრებით კი, მენჯ-ბარძაყის სახსარში თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და ბავშვთა ძვალ- სახსრის ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ქართულ ენაზე შეადგინა ბავშვთა ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო.