The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნიკოლოზ ივანეს ძე კუკუჯანოვი

ნიკოლოზ ივანეს ძე კუკუჯანოვი
Date of birth:23 March, 1896
Date of death:16 April, 1970  (at 74 years)
Category:Surgeon

Biography

დაიბადა ქ. თბილისში.

1924 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია.

1936-1939წწ. მუშაობდა იმავე აკადემიაში პროფ. ს. ფიოდოროვისა და ვ. შევკუნენკოს ხელმძღვანელობით; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის შემდეგ კი კავკასიის და ყირიმის ფრონტების მთავარი ქირურგი; 1942 წლიდან თბილისის სამხარეო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1946 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; შეისწავლიდა თირკმლების ფუნქციას, ქოლემიურ სისხლდენას, ექინოკოკურ დაავადებას, საზარდულის თიაქარს და სხვა.  სადისერტაციო შრომა - „Топографо-анатомические и клинические данные о прямых и паховых грыжах и их оперативное лечение“ (1946). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება მიეკუთვნა წარდგენილი შრომების საფუძველზე (1936) დისერტაციის დაუცავად. პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. სხვადასხვა დროს ამიერკავკასიისა და ყირიმის ფრონტების მთავარი ქირურგი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ქირურგი, ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის პროფესორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1947), პროფესორი(1946).

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ვარსკვლავი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)