The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა სერაფიონის ძე ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1970  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ სალხინოში (ვანის რაიონი). 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისეტაციო შრომა - „მუცლის პარატიფის საკითხისათვის ქ. თბილისის 1935 წლის მასალის მიხედვით“ (1941). სხვადასხვა დროს ს. ჯოყოლოს (თელავის რაიონი) საექიმო პუნქტის გამგე, ხევის უბნის (ყაზბეგის რაიონი) საავადმყოფოს მთავარი ექიმი, აბასთუმანში სანატორიუმ „არაზინდოს“ დირექტორი, კურორტ აბასთუმნის მთავარი ექიმი, თბილისის ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების I კლინიკური  საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების ორდინატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ორდინატორი, ევაკოჰოსპიტალის ორდინატორი, მთავარი ექიმი, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, თბილისის ფტიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.