The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პაატა ივანეს ძე მგალობლიშვილი

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1970  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი. დახელოვნდა ბრემენის, ბონის, ბერლინის, პარიზის სპეციალეზებულ დაწესებულებებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „თავის თმიანი ნაწილის დერმატომიკოზების მკურნალობისათვის“ (1939). დოცენტი, საქართვესლოს სსრ დამსახურებული ექიმი, მეცნიერული და პრაქტიკული დერმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს  სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიური განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.