Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი ვლადიმერის ძე მესტიაშვილი![]()
Biographyდაიბადა სოფელ მაღაროში (სიღნაღის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე; 1943 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი კლინიკური საავადმყოფო, რომლის მთავარი ექიმი თვითონ იყო (1950 წლამდე); შეისწავლიდა ფილტვის კავერნის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; ტუბერკულოზისა და მალარიის ურთიერთგავლენას; ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას ხელოვნური პნევმოთორაქსით; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლოგიური თვისებები; ტუბერკულოზური პროცესის ადრეული გამოვლინებანი; შემოიღო "მანტუს გრადუირებული სინჯის" მეთოდი და სხვა; შეადგინა სახელმძღვანელო "ტუბერკულოზი" (1949); მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). გამოჩენილი ფტიზიატრი, პროფ. ი. აბაკელიას მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ტუბერკულოზის და მალარიის ურთიერთგავლენა კლინიკური და სექციური მასალის საფუძველზე" (1941), საკანდიდატო დისერტაცია - "ფილტვის ადრეული კავერნები" (1936). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე, ფთიზიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე, ავტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ტუბერკულოზის შესახებ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |