The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პლატონ სევერიანის ძე გაფრინდაშვილი

დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1969  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ შუქრუთში (ჭიათურის რაიონი). 1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ეიმი. სხვადასხვა დროს ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების ექიმი, ზესტაფონის რაიონის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, ამბროლაურის რაიონის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის ექიმი-ინსპექტორი, სამკურნალო-პროფილაქტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე, კადრების განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე.