შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ელენე ერმალოს ასული ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1950 წლიდან კითხულობდა პათოფსიქოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; სწავლობდა შიზოფრენიის და ინვოლუციური ფსიქოზის კლინიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ცნობილი ფსიქიატრი, აკად. ა. ზურაბაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ინოვულუციური მელანქოლიის კლინიკურ ფსიქოპათოლოგიურ თავისებურებათა შესახებ" (1958), საკანდიდატო დისერტაცია - "შიზოფრენული ბოდვის თავისებურებისათვის" (1940). პროფესორი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმძღვანელოს ავტორი ფსიქიატრიაში ექიმებისა და მედდებისათვის.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |