The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალექსანდრე სამსონის ძე ლეჟავა

ალექსანდრე სამსონის ძე ლეჟავა
Date of birth:24 August, 1903
Date of death:23 August, 1966  (at 62 years)
Burial location:თბილისი
Category:Histologist

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ჰისტოლოგი. პროფ. ნ. ხლოპინის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Сравнительные и экспериментальные исследования эпителия лоханки, мочеточников и мочевого пузыря“ (1950), საკანდიდატო დისერტაცია - „Экспериментально-гистологическое исследование переходного эпителия“ (1935). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაარსების დღიდა ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის კათედრას (1937); ლაბორატორიებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ექსპერიმენტულ-მორფოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში; აქვს გამოკვლევები ზოგადი და ევოლუციური ჰისტოლოგიის დარგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება გარდამავალ ეპითელიუმს; მას ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისთვის. 1959 წლიდან იყო ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ჰისტოლოგი (1950), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). 

Member of Organizations

  • სსკპ, წევრი (1942-)

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography