The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პლატონ გიორგის ძე შუშანია

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1971  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი. დახელოვნდა გერმანიაში (ქ. ლაიპციგში) პროფ. რ. შრედერის კლინიკაში. პროფ. გ. ღამბარაშვილის მოწაფე. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ქალის სექსუალური ციკლი და მისი მოშლილობანი" (1937). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.