შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვასილ გიორგის ძე ჩახავა![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ სერგიეთში (გეგეჭკორის რაიონი). კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს). ცნობილი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "სამშობიარო მოქმედების აგზნება ორსულობის სხვადასხვა ვადაში ხელოვნური სანაყოფო ბუშტის საშუალებით" (1956), საკანდიდტო დისერტაცია - "საკვერცხეების გავლენა სისხლის ქოლესტერინზე და ქოლესტერინ-ესტერებზე" (1940). პროფესორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |