Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
იოსებ ანტონის ძე ასლანიშვილი![]()
Biographyდაიბადა ქ. ქუთაისში. 1915 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ქირურგი-ენდოკრინოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „ჩიყვი სვანეთში" (1936). დოცენტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. მის მიერ დიდი პრაქტიკულ-ორგანიზაციული ხასიათის მუშაობაა ჩატარებული ჩიყვის პრობლემის შესწავლასთან დაკავშირებით საქართველოში. სპორტსმენი-მთასვლელი. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთარაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია თბილისში (1932) და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებილიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარმწვერზე, რომელმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამგეობის წევრი, იყო ჟურნალების "შევარდენი" (1920, 1922), "თეატრი და მუსიკა" (1919), "ხელოვნება" (1919-1921), "თანამედროვე მედიცინა" (1924-1933) და სხვების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ექიმ–ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი, საზოგადო მოღვაწე. "ვეფხისტყაოსნის" ერთ–ერთი გამოჩენილი კოლექციონერი.ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |