Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე გამრეკელი![]()
Biographyდაიბადა ქ. ქუთაისში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა მოსკოვის საიმპერატორო კლინიკაში პროფესორ პოპოვის ორდინატორად. პარალელურად გახლდათ მოსკოვის კოტე მარჯანიშვილის "თავისუფალი თეატრის" ექიმი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იყო ჭიათურის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1924 წელს საქართველოს ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის მიერ ნიკოლოზ გამრეკელი, გამოჩენილ ქართველ ნევროლოგ - სიმონ ყიფშიძესთან ერთად, წარგზავნილ იქნა საფრანგეთში პარიზის მოწინავე ინსტიტუტების მუშაობის გასაცნობად, სადაც ისმენდა პროფესორ ვიდალის, ბაბინსკის, სოპფარის, კარნის, მარია სკლადოვსკაია-კიურის ლექციებს. 1936 წლიდან ინიშნება თბილისში ფიზიოთერაპული საავადმყოფოს სტაციონარის გამგედ. შემდგომში, თბილისის "ევაკოჰოსპიტალის" თერაპიული განყოფილების გამგედ, 1942 წლიდან, კი არის ამავე ჰოსპიტალის მთავარი კონსულტანტი. ომის დამთავრების შემდეგ, ნიკოლოზ გამრეკელი გადაყავთ საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV მთავარ სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ, ხოლო 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე საავადმყოფოს კონსულტანტი. ნიკოლოზ გამრეკელს ეკუთვნის მრავალი მეცნიერული ნაშრომი. მინიჭებული აქვს "რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის" წოდება. დაჯილდოვებულია: ლენინის ორდენით, ორი მედლით და „ჯანდაცვის წარჩინებულის“ ნიშნით. ცნობილი თერაპევტი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.
წყაროები:
2 "თავისუფალი თეატრის" შექმნისა და დაშლის მიზეზები (წერილი პირველი) - მანანა ტურიაშვილი. სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი N2(39), 2009 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |