The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე გამრეკელი

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე გამრეკელი
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1968  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში.  1910  წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.  უნივერსიტეტის  დამთავრების შემდეგ, მუშაობდა  მოსკოვის საიმპერატორო კლინიკაში პროფესორ პოპოვის ორდინატორად. პარალელურად გახლდათ მოსკოვის კოტე მარჯანიშვილის "თავისუფალი თეატრის" ექიმი. პირველი  მსოფლიო  ომის  მონაწილე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იყო ჭიათურის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1924  წელს საქართველოს ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის მიერ  ნიკოლოზ გამრეკელი,  გამოჩენილ ქართველ ნევროლოგ - სიმონ ყიფშიძესთან ერთად,  წარგზავნილ იქნა საფრანგეთში პარიზის მოწინავე ინსტიტუტების მუშაობის გასაცნობად, სადაც ისმენდა პროფესორ  ვიდალის, ბაბინსკის, სოპფარის, კარნის, მარია სკლადოვსკაია-კიურის ლექციებს. 1936 წლიდან ინიშნება თბილისში ფიზიოთერაპული საავადმყოფოს სტაციონარის გამგედ. შემდგომში, თბილისის "ევაკოჰოსპიტალის" თერაპიული განყოფილების გამგედ, 1942 წლიდან, კი არის ამავე ჰოსპიტალის მთავარი კონსულტანტი. ომის დამთავრების შემდეგ, ნიკოლოზ გამრეკელი გადაყავთ საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV მთავარ სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ, ხოლო 1954 წლიდან  სიცოცხლის  ბოლომდე  იყო ამავე საავადმყოფოს კონსულტანტი. ნიკოლოზ გამრეკელს  ეკუთვნის მრავალი მეცნიერული ნაშრომი. მინიჭებული აქვს "რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის" წოდება. დაჯილდოვებულია: ლენინის ორდენით, ორი მედლით და „ჯანდაცვის წარჩინებულის“ ნიშნით. ცნობილი თერაპევტი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი. 

 

წყაროები:

  1.  „ ცხოვრება , რომელიც  ხალხს  მიეძღვნა“  -  გ. შარაშიძე, გაზეთი  „თბილისი“  1964 წ.  2 დეკემბერი .

2    "თავისუფალი თეატრის" შექმნისა და დაშლის მიზეზები (წერილი პირველი) - მანანა ტურიაშვილი. სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი N2(39), 2009 


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • ჯანდაცვის წარჩინებული
  • ლენინის ორდენი