შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა დაბა მანგლისში. 1884 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო მოძრავი ლაზარეთის გამგე კავკასიის ოლქში, მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ორდინატორი, ქალაქის ფსიქიატრ-ნევროპათოლოგი, თბილისის სამოქალაქო საფერშლო სკოლის ინსპექტორი და პედაგოგი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქოლერის საწინააღმდეგო ბრძოლაში თელავის, სიღნაღისა და დუშეთის მაზრებში (1892). უსასყიდლოდ მკურნალობდა ოპერის თეატრის თანამშრომლებს, ქართული გიმნაზიის მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია მისი შრომები ეპილეფსიის, ტეტანუსის და ათაშანგის შესახებ. იყო წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადო მოღვაწე, შრომის გმირი (1935). აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |