The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი

მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი
Date of birth:31 September, 1862
Date of death:29 November, 1922  (at 60 years)
Category:Neuropathologist, Radiologist, Physiologist/Physiotherapist, Psychiater

Biography

დაიბადა დაბა მანგლისში. 1889 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფიზიო-თერაპევტი და რენტგენოლოგი. დახელოვნდა ვარშავაში, პარიზში - მარკოს კლინიკაში დეჟენის ხელმძღვანელობით, იქვე შეისწავლა ელექტროთერაპია ჰუეს დახმარებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად, ფსიქიურ ავადმყოფთა თავშესაფრის დირექტორად, რკინიგზის საავადმყოფოს კონსულტანტად, ელიზავეტპოლის გუბერნიის ზანგეზურის მაზრაში - სოფლის ექიმად, თიანეთში - მაზრის ექიმად. მისი შრომებიდან აღსანიშნავია თბილისის სულით ავადმყოფთა პატრონიბის, ბრბოს ფსიქოლოგიის, ბავშვთა ასაკის ფსიქოლოგიის საკითხები და სხვა. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი. დააარსა ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო დაწესებულება, გამოსცა ილიას თხზულებათა სრული კრებული.

Member of Organizations

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1903-)