The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1949  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში (ლანჩხუთის რაიონი). 1905 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. საქართველოს სსრ და აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმი, თერაპიული დახმარების ორგანიზატორი აჭარაში და აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე. მოსახლეობისათვის უფასოდ კითხულობდა განმანათლებელ ლექციებს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საკითხებზე, უფასოდ ღებულობდა ავადმყოფებს აჭარის რაიონებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე.
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1912-)