The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი

იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი
Date of birth:29 October, 1852
Date of death:11 February, 1930  (at 77 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Neuropathologist, Psychiater

Biography

დაიბადა ქ. სევსკში, ორიოლის გუბერნია (რუსეთი). 1880 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია. გამოჩენილი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი. პროფ. მერჟეევსკის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Об изменениях в центральной нервной системе животных при лакировании кожи“ (1887). 

მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ორენბურგში; იყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი;

1885-1892წწ. პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1892-1894წწ. განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას; 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას; 1920 წელს იგი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო; ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მისი შრომები ეხება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ავადმყოფობებს; თბილისში ყოფნის დროს გამოაქვეყნა 10 შრომა, აქედან ერთი ქართულად, რომელიც დაბეჭდა ჟურნალ "ჩვენს მეცნიერებაში"; იკვლევდა თავის ტვინის ტრამვებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს; მან შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის რეოსტატი, რომელმაც შემდეგ ფართო გამოყენება ჰპოვა იონოთერაპიაში. მან გაამდიდრა ნევროპათოლოგია და ფსიქიატრია რიგი ახალი აღმოჩენებით; ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი.

Member of Organizations

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სახალხო კომისარიატი, წევრი