შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. სევსკში, ორიოლის გუბერნია (რუსეთი). 1880 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია. გამოჩენილი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი. პროფ. მერჟეევსკის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Об изменениях в центральной нервной системе животных при лакировании кожи“ (1887). მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ორენბურგში; იყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი; 1885-1892წწ. პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1892-1894წწ. განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას; 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას; 1920 წელს იგი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო; ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მისი შრომები ეხება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ავადმყოფობებს; თბილისში ყოფნის დროს გამოაქვეყნა 10 შრომა, აქედან ერთი ქართულად, რომელიც დაბეჭდა ჟურნალ "ჩვენს მეცნიერებაში"; იკვლევდა თავის ტვინის ტრამვებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს; მან შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის რეოსტატი, რომელმაც შემდეგ ფართო გამოყენება ჰპოვა იონოთერაპიაში. მან გაამდიდრა ნევროპათოლოგია და ფსიქიატრია რიგი ახალი აღმოჩენებით; ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |