შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ჭალაში (მახარაძის რაიონი). 1897 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი პირველი ქართველი პედიატრი. პროფ. ჩერნოვის (კიევი) სკოლის წარმომადგენელი. სადისერტაციო შრომა - „О переходе пищевого жира в молоко“ (1904). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. 1904 მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 აირჩიეს კიევის უნ-ტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 – ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგედ. 1921-იდან იყო თსუ-ის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები. ქართული პედიატრიული სკოლის ფუძემდებელი და პედიატრიული სამსახურის პირველი ორგანიზატორი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედიატრიული კათედრის გამგე, ოდესის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1904), პროფესორი(1912).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |